ედინ ჯეკო: ხასიათი გამოვავლინეთ და სამი ქულა დავიმსახურეთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკო "ვესტ ბრომვიჩთან" (2:1) დუბლით გამოირჩა (იხილეთ ვიდეო).

მატჩის შემდეგ ფეხბურთელი სიხარულს არ მალავდა.

"ორი გოლის გატანა მაგარია და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. მეორე გოლის შემდეგ მაისური გავიხადე და "სიტის" ქომაგებთან" მივირბინე. არ ვიცოდი, სხვა რა უნდა გამეკეთებინა.

რა თქმა უნდა, ძნელია კაცნაკლული თამაში, მაგრამ 10 ფეხბურთელითაც ბევრი მომენტი შევქმენით. ხასიათი გამოვავლინეთ და სამი ქულა დავიმსახურეთ", - თქვა ჯეკომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული