რობინ ვან პერსი: "სტოკთან" კარგი თამაში ვაჩვენეთ

AutoSharing Option
ვიდეო
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ სულ უფრო უგებს თანაგუნდელ უეინ რუნის.

შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" 20 ოქტომბერს "სტოკი" ანგარიშით 4:2 დაამარცხეს (იხილეთ ვიდეო).

"ყველაფერი კარგად მიდის. მე და რუნი ერთმანეთს სულ უფრო კარგად ვუგებთ. პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ ერთად თამაში მოგვწონდა.

ერთმანეთს ბევრ რამეში ვეხმარებით. შეიძლება მე გავიდე მოედანზე რამდენიმე წუთით, მეორე შეხვედრაში კი რუნი.

რაც შეეხება "სტოკთან" მატჩს, ასეთი განლაგებით მხოლოდ მეორე თუ მესამე შეხვედრა ჩავატარეთ.

მთავარია, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ და სამი ქულა ავიღეთ",
- თქვა ვან პერსიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული