შეგახსენებთ, რომ ადრე ბრიტანულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ბოსნიელი ფეხბურთელი გუნდის დატოვებას აპირებდა, რადგან რობერტო მანჩინი მას ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ მიიჩნევდა.
მიმდინარე სეზონში ჯეკომ 10 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.
"სათადარიგო ფეხბურთელი არ ვარ და არასდროს ვიქნები. ბევრი გოლი გავიტანე "მანჩესტერ სიტიში" მისვლის შემდეგ.
დიახ, ზოგჯერ შეცვლაზე შევდიოდი ან ძირითადში ვიწყებდი, მაგრამ გავიმეორებ, სათადარიგო ფეხბურთელი არ ვარ", - თქვა ჯეკომ.
მომზადებულია Tmw-ის მიხედვით