ედინ ჯეკო: სათადარიგო ფეხბურთელი არ ვარ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ აღნიშნა, რომ სათადარიგო ფეხბურთელი არაა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ბრიტანულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ბოსნიელი ფეხბურთელი გუნდის დატოვებას აპირებდა, რადგან რობერტო მანჩინი მას ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ მიიჩნევდა.

მიმდინარე სეზონში ჯეკომ 10 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

"სათადარიგო ფეხბურთელი არ ვარ და არასდროს ვიქნები. ბევრი გოლი გავიტანე "მანჩესტერ სიტიში" მისვლის შემდეგ.

დიახ, ზოგჯერ შეცვლაზე შევდიოდი ან ძირითადში ვიწყებდი, მაგრამ გავიმეორებ, სათადარიგო ფეხბურთელი არ ვარ", - თქვა ჯეკომ.

მომზადებულია Tmw-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული