"ბილ შენკლიმ დაუმარცხებელ "ლივერპულს" ჩაუყარა საფუძველი. ის "ენფილდ როუდზე" გამარჯვებულის მენტალიტეტს ნერგავდა და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მის პირმშოსთან დაკავშირებით ოდესმე ახსენებდნენ ისეთ სიტყვებს როგორებიცაა "ადმინისტრატორებისთვის გადაცემა", "სასამართლო გარჩევა" და "მეპატრონეთა დავა"."
შეგახსენებთ, რომ ამერიკული კორპორაცია
დალგლიშმა დასძინა: "ეჭვი არ მეპარება, რომ ფანების უმეტესობა კლუბის გაყიდვას მიესალმება, თუმცა მათთვის მეპატრონეთა ვინაობას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც წარმატებას საფეხბურთო მოედანზე. ლივერპული ის ქალაქია, სადაც ჭიქა ნახევრად სავსე ჰგონიათ და არა ცრიელი. "ენფილდ როუდზე" საოცარი იუმორი სუფევს და შეუძლებელია სეთი სულისკვეთბის ქალაქსა და მის კლუბს წარმატებამ დიდხანს აქციოს ზურგი.
თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს: ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის სამწლიანმა "ბატონობამ" აქაურობას ღრმა კვალი დააჩნია და ნებისმიერი ახალი მეპატრონისთვის ძალიან მნიშვნევანი იქნება ლივერპულელი ფანების იმაში დარწმუნება, რომ ჯერ ერთი დიდხანს და ერთგულად აპირებს "ლივერპულში" მუშაობას და მეორეც დიდძალი ვალის გადამხდელია.
და კიდევ, არ ვიცი ახალ სტადიონს ააგებენ თუ "ენფილდ როუდის" ტევადობას გაზრდიან, მაგრამ თამაშებს მეტი ხალხი უნდა დაესწროს".
"ლივერპულის" ახალი მეპატრონის ხელში გადასვლაზე თავისი აზრი გამოთქვა გუნდის ესპანელმა მეკარემ პეპე რეინამაც. მან თქვა:
"ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ "ლივერპულს" ახალი მეპატრონე ჰყავს. კლუბში დიდი ქაოსია და ამ ქაოსს დაწყნარება სჭირდება. მოკლედ, ძალიან ვღელავ. კლუბის ბედი მნიშვნელოვანწილად ამ მბებზეა დამოკიდებული, მაგრამ იმავდროულად არ მტოვებს შეგრძნება, რომ რამდენიმე თვეში ყველაფერი შემოტრიალდება. ჩვენ თამაშების მოგებას დავიწყებთ. მოკლედ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი...
თუ კლუბს მართლა გაკოტრებულად ცნობენ და ცხრილში 9 ქულას დააკლებენ, ეს დიდი დარტყმა იქნება. მართალია, მე ვფიქრობ, რომ 9 ქულის დაკლების შემთხვევაშიც კი ჩვენ შეგვიძლია ცხრილის ზედა ნაწილში დავკავოთ ადგილი, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც არ მინდა".