ინგლისი. პრემიერლიგა. IX ტური: დეჟავუ არ შედგა

AutoSharing Option
უხეშობის მსხვერპლი
IX ტურის სასტარტო შეხვედრაში ბირმინგემის "ვილა პარკს" "ნორვიჩი" ეწვია. სტუმარ ფეხბურთელებს ყოფილ თავკაცთან, შოტლანდიელ პოლ ლამბერტთან დაპირისპირება უწევდათ, რაც მათ მოტივაციას ალბათ კიდევ უფრო მატებდა.

ანგარიში ბელგიელმა კრისტიან ბენტეკემ ფლანგური ჩაწოდების წყალობით გახსნა.

მეორე ტაიმის დებიუტში ფილ დაუდმა ჯო ბენეტს ელიოტ ბენეტის წინააღმდეგ წესის დარღვევისთვის მეორე ყვითელი ბარათი მისცა, რასაც სტუმართა მიერ ინიციატივის ხელში აღება მოჰყვა. 79-ე წუთზე მაიკლ ტერნერმა კუთხურის გათამაშების შემდეგ რონ ვლაარს მოუგო ორთაბრძოლა მეორე სართულზე და ანგარიში გაათანაბრა.

სეზარის უთანასწორო ბრძოლა
"არსენალისთვის" საბედნიეროდ, ზუსტად
17-თვიანი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ჯეკ უილშირი.

ამას გარდა, სასტარტოში გამოჩნდა ბაკარი სანიაც. მთელი თამაშის განმავლობაში "მეთოფეთა" უპირატესობა წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ, მაგრამ მასპინძლებს, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, ძალიან უჭირდათ რეალური საგოლე მომენტების შექმნა.

არსენ ვენგერის ბიჭები მიყოლებით ორი თამაშის წაგების შემდეგ ალბათ ჯერ კიდევ შოკში იყვნენ. გადამწყვეტი მომენტი ენტონი ტეილორის მიერ სტეფან მბიას გაძევება იყო.

ტომას ვერმალენთან ორთაბრძოლის შემდეგ მიწაზე აღმოჩენილმა კამერუნელმა მეტოქეს ფეხი განზრახ ჩაარტყა.

მასპინძლებმა სრული უპირატესობა იგდეს ხელთ. რომ არა ჟულიო სეზარი, "რეინჯერები" 2-3 გოლს ვერ გადაურჩებოდნენ. ვეტერანმა ბრაზილიელმა ურთულესი დარტყმები მოიგერია.

ტრილერი ლამაზი ეპილოგით
რედინგის "მადეისკიზე" ულამაზესი სანახაობა გაიმართა. ანგარიში ბრაიან მაკდერმოტის შეგირდებმა ულამაზესი შორეული დარტყმით გახსნეს.

სტუმრებმა არანაკლებ ეფექტური გოლებით უპასუხეს - ბრაიან რუისმა საჯარიმოს გარედან გაიტანა, კრის ბერდმა კუთხურის გათამაშების შემდეგ თავით აჯობა ყველას.

უმთავრესი მოვლენები შეხვედრის ბოლო ხუთ წუთში განვითარდა. გარეთ მაკლირიმ 85-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაათანაბრა, მაგრამ დიმიტარ ბერბატოვმა ტექნიკური დარტყმით სამ წუთში თავისი გუნდი ისევ წინ გაიყვანა.

თამაშის დასრულებას აღარაფერი უკლდა, როცა საჯარიმოს გათამაშების შემდეგ ბურთი მაჰამადუ დიარას მხარზე მოხვდა და ჰალ რობსონ-კანუს მიუვიდა, ვისაც ორიოდე მეტრიდან გატანა აღარ გასჭირვებია.

უღიმღამო ფრე
"სტოკ სიტიმ" პრემიერლიგის მე-9 ტურში უკვე მეექვსე ფრე ითამაშა. ტონი პულისის გუნდს "არსენალთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "ლივერპულთან" ქულის მოპოვება ნამდვილად ითვლება აქტივში, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით "შავ კატებთან" შეხვედრაზე.

მარტინ ო’ნილის "სანდერლენდმა" "ბრიტანიაზე" ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გაძლო.

ისე, "მეთიხეებს" საყვედურიც ეთქმით, მარკ ჰალსიმ ხომ მათ აშკარა პენალტი არ დაუნიშნა. მეორე ტაიმში სტივენ ფლეტჩერის დარტყმა რობერტ ჰუთს ხელზე მოხვდა და მიმართულება შეიცვალა, რაც ულაპარაკო პენალტს ნიშნავს.

კატენაჩოს წესებით
ევროთასებზე უღიმღამო გამოსვლის შემდეგ თითქოს "მანჩესტერ სიტის" ფანების გული პრემიერლიგაში უნდა მოეგოთ, მაგრამ არა, "ქალაქელებმა" იმდენად ცუდად ითამაშეს, რომ როგორც ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, შეხვედრის დასრულებამდე "ეტიჰადი" მინიმუმ რამდენიმე ათასმა გულშემატკივარმა დატოვა.

პირველ ტაიმში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდითო, დაასკვნა რობერტო მანჩინიმ. ეტყობა, იტალიელის აზრით კარლოს ტევესის ერთადერთმა შორეულმა გოლმა მეორე ნახევარი იმდენად გაალამაზა, რომ მას უღიმღამო აღარ ერქვა.

არადა, ერთი მოსწრებული თქმისა არ იყოს, ფეხბურთი ხომ ბევრად მეტია, ვიდრე 1:0.

"სუონსის" რაც შეეხება, "გედებს" 3-4-ჯერ მართებდათ გატანა, მაგრამ ჯო ჰარტს ვერაფერი მოუხერხეს. უელსელებს სხვა მხრივაც არ გაუმართლათ. გოლის მომენტში ტრავმა მიიღო ჰოლანდიელმა მიხელ ვორმმა. რამდენად მძიმეა მისი საზარდულის მდგომარეობა, ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ.

გამონაკლისი არ დაიშვება
ლივერპულური დერბი ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცია მთელ ალბიონზე. "გუდისონ პარკზე" ზუსტად ისეთი მატჩი გაიმართა, როგორსაც ველოდით, ფეხბურთი, სადაც გრძნობები, ემოციები და ბრძოლის ჟინი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე წინასამატჩო ტაქტიკა და სტრატეგია.

პირველი ხიფათისმაგვარი "წითლებმა" შექმნეს, მაგრამ სუსოს ჩაწოდება ჰოვარდის იოლი ნადავლი აღმოჩნდა.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა. ლუის სუარესმა კუთხიდან ძლიერად დაარტყა კარებში, ბურთი ბეინსს მოხვდა და ბადეში გაეხვია. მე-20 წუთზე კი ურუგვაელმა უკვე თავად გაიბრწყინა და ჯერარდის საჯარიმოს თავით გამოეხმაურა. 22-ეზე კიდევ ერთი გოლი გავიდა. სერიოზული შეცდომა დაუშვა ჯონსმა, ვინც უაზროდ გამოვიდა წინ და ბურთი ლეონ ოსმანს გადაულოცა.

35-ეზე ანგარიში გათანაბრდა. იელავიჩი-ფელაინი ნეისმიტის კომბინაცია შოტლანდიელმა დააგვირგვინა.

მეორე ტაიმი, სანახაობრივი თვალსაზრისით, ბევრად უფრო უინტერესო გამოდგა. მასპინძელს მირალიაში დააკლდა, რამაც მის შემტევ პოტენციალზე სერიოზულად იმოქმედა. არენის სტუმრებმაც უფრო მეტად დაცვაზე გადაიტანეს აქცენტი. რეალური სახიფათო მომენტი მხოლოდ იშვიათად თუ იქმნებოდა.

ბოლოს იმას გეტყვით, რომ უკვე წელიწადნახევარია, "ლივერპულს" ზედიზედ მეორე თამაში არ მოუგია. მშვენიერი დასაწყისის მიუხედავად, "წითლებმა" ამ წესიდან გამონაკლისი არც ახლა დაუშვეს.

პირველი მარცხი
"სტემფორდ ბრიჯზე" ტურის ცენტრალური შეხვედრა მასპინძელთათვის შოკისმომგვრელად დაიწყო. პირველ 12 წუთში "ჩელსის" დაცვის მარცხენა ფლანგი ორჯერ ჩავარდა. დამაგვირგვინებელი დარტყმა ორჯერვე ვან პერსიმ შეასრულა.

პირველად ძელიდან ასხლეტილი ბურთი ლუისს მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა, მერე ვალენსიას გადაცემით ვან პერსიმ უკვე ახლოდან შეაგდო.

ტაიმის მიწურულს მატამ დე ხეას პირდაპირ ჯარიმიდან გაუტანა. მეკარის შეცდომა აშკარა იყო. 2:2 რამირესმა ახლო მანძილიდან თავურით გახადა.

თითქოს "ჩელსი" დაბრუნდა, მაგრამ არა... მასპინძელი "აიჭრა" და 6-წუთიანი ინტერვალით ორი კაცი მოისაკლისა. ჯერ ივანოვიჩი გაუდგა გასახდელის გზას "ბოლო იმედის ჯარიმისთვის", ტორესმა კი მეორე ყვითელი სიმულაციისთვის დაიმსახურა.

"იუნაიტედი" ისევ ვან პერსიმ იხსნა. მან რამდენიმე მცველის გარემოცვაში შეძლო კარში დარტყმა, ჩეხისგან მოგერიებულს კი ერნანდესმა დაამატა.

ასე რომ, შარშანდელი წარმოდგენის ერთგვარი რიმეიქი "ჩელსიმ" ვერ გადაიღო.

ინგლისი. პრემიერლიგა. IX ტური
ასტონ ვილა-ნორვიჩი 1:1
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი - ჰერდი, ლოუტონი, ვლაარი, ჯ. ბენეტი - ელ აჰმადი, დელფი - ოლბრაიტონი, ჰოლმენი (76. ვაიმანი), აგბონლაჰორი (54. ლიშაი) - ბენტეკე (69. ბენტი)
ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - რ. მარტინი (46. რ. ბენეტი), ტერნერი, ბასონგი, გარიდო - ტეტი, ბ. ჯონსონი (70. მორისონი) - ე. ბენეტი (64. სნოდგრასი), ჰულაჰანი, პიკლინგტონი - ჰოლტი
გოლები: 1:0 ბენტეკე (27), 1:1 ტერნერი (79)
გაფრთხილება: ჰერდი, ჯ. ბენეტი -
გაძევება: ჯ. ბენეტი (52)
კარში დარტყმა: 5-10 (4-6) კუთხური: 3-8 თამაშგარე: 2-7 ჯარიმა: 12-8 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 33 184

არსენალი-ქუინზ პარკი 1:0
არსენალი (4-2-3-1): მანონე - სანია, მერტეზაკერი, ვერმალენი, ა. სანტოსი - არტეტა, უილშირი (67. უოლკოტი) - რემსი, კასორლა, პოდოლსკი (71. ჟერვინიო - 82. არშავინი) - ჟირუ
ქუინზ პარკი (4-4-2): ჟ. სეზარი - ბოსინგვა, მბია, ნელსენი, ტრაორე (73. ონუოჰა) - რაიტ-ფილიპსი (79. მაკი), დიაკიტე, გრანერო, ტააბაბტი - ჰოილეტი, ზამორა (73. ჯ. სისე)
გოლი: 1:0 არტეტა (84)
გაფრთხილება: ჟირუ - გრანერო, ტაარაბტი
გაძევება: - მბია (80)
კარში დარტყმა: 19-3 (13-1) კუთხური: 5-2 თამაშგარე: 1-6 ჯარიმა: 14-10 ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 60 103

რედინგი-ფულჰემი 3:3
რედინგი (4-4-2): მაკარტი - კამინგსი, გორკსი, მარიაპა, შორი - ტაბი (69. მაკლირი), ლიგერტვუდი, კებე (78. რობსონ-კანუ), პოგრებნიაკი (80. ლე ფონდრე) - მაკანუფი, რობერტსი
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე - დაფი (67. დეჟაგა), ბერდი (80. სიდუელი), მ. დიარა, რიჩარდსონი - როდალიეგა (58. რუისი), ბერბატოვი
გოლები: 1:0 ლიგერტვუდი (26), 1:1 რუისი (61), 1:2 ბერდი (77), 2:2 მაკლირი (85), 2:3 ბერბატოვი (88), 3:3 რობსონ-კანუ (90)
გაფრთხილება: კამინგსი - ბეირდი
კარში დარტყმა: 8-12 (6-5) კუთხური: 6-8 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 6-15 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 24 093

სტოკ სიტი-სანდერლენდი 0:0
სტოკ სიტი (4-5-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, ჰუთი, უილსონი (54. უილკინსონი) - კაიტლი, უაიტჰედი, ადამი (80. ოუენი), ნ’ზონზი, უოლტერსი (72. ეთერინგტონი) - კრაუჩი
სანდერლენდი (4-5-1): მინიოლე - კ. გარდნერი, ო’ში, კუელიარი, როუზი (83. ბერდსლი) - ლარსონი (62. სესინიონი), კატერმოული, კოლბეკი, ა. ჯონსონი (89. საა), მაკლინი - ს. ფლეტჩერი
გაფრთხილება: უაიტჰედი, კრაუჩი - როუზი, კ. გარდნერი
კარში დარტყმა: 11-6 (5-1) კუთხური: 7-3 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 11-5 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 27 005

უიგანი-ვესტ ჰემი 2:1
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - რამისი, კოლდუელი, ფიგეროა - ბოისი, მაკარტი, მაკარტური, ბოსეჟური - ა. კონე, დი სანტო (78. უოტსონი), მელონი
ვესტ ჰემი (4-5-1): იასკელაინენი - ტომკინსი, კოლინზი, რიდი, მაკარტნი - ჯარვისი, ნოუბლი (64. კ. კოული), ნოლანი, დიამე (73. ონილი), ბენაიუნი (46. მაიგა) - კეროლი
გოლები: 1:0 რამისი (8), 2:0 მაკარტური (47), 2:1 ტომკინსი (90+2)
გაფრთხილება: რამისი, დი სანტო, მაკარტური - ნოუბლი, მაიგა, ონილი, რიდი
კარში დარტყმა: 13-9 (9-5) კუთხური: 6-6 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 10-16 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 19 090

მანჩესტერ სიტი-სუონსი 1:0
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი (85. კ. ტურე), კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ნასრი, ი. ტურე, ბერი, კოლაროვი (46. ბალოტელი) - აგუერო (90+5. ლესკოტი), ტევესი
სუონსი (4-1-2-3): ვორმი (66. ტრემელი) - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, დევისი - ბრიტონი (72. გრემი) - დე გუზმანი, ს. ი. კი - ერნანდესი (78. ნ. დაიერი), მიჩუ, რუტლეჯი
გოლი: 1:0 ტევესი (61)
გაფრთხილება: რიჩარდსი - რანხელი, ნ. დაიერი
კარში დარტყმა: 10-8 (5-3) კუთხური: 3-0 თამაშგარე: 1-5 ჯარიმა: 9-10 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 46 801

ევერტონი-ლივერპული 2:2
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ბაინესი, დისტენი, იაგიელკა, კოულმენი - მირალიაში (46. გუიე), ნევილი, ოსმანი, ნეისმიტი (85. ოვიედო) - ფელაინი - იელავიჩი
ლივერპული (4-5-1): ჯონსი - უისდომი (70. ჰენდერსონი), შკრტელი, აგერი, ხ. ენრიკე - ჯერარდი, შაჰინი (46. შელვი), ალენი, სუსო (46. შელვი), სტერლინგი - სუარესი
გოლები: 0:1 ბეინსი (15 ს.კ-ში), 0:2 სუარესი (20), 1:2 ოსმანი (22), 2:2 ნეისმიტი (35)
გაფრთხილება: ოსმანი, ნევილი, იაგიელკა, კოულმენი - სტერლინგი, აგერი, სუარესი
კარში დარტყმა: 14-11 (4-4) კუთხური: 9-5 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 19-18 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 39 613

ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 2:1
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სანტონი, უილიამსონი, კოლოჩინი, სიმპსონი (61. სისე) - ხონასი, პერჩი, კაბაი, ბენ არფა - შ. ამეობი (61. ობერტანი), ბა (73. ს. ამეობი)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ტამაში, მაკოლი, ოლსონი, რიჯუელი - მორისონი, გერა (65. გერა - 88. პოპოვი), მულუმბუ, დორანსი (70. როზენბერგი) - ოდემვინგე, ლუკაკუ
გოლები: 1:0 ბა (35), 1:1 ლუკაკუ (55), 2:1 სისე (90+3)
გაფრთხილება: პერჩი, კაბაი, ხონასი - მულუმბუ, რიჯუელი
კარში დარტყმა: 11-10 (5-5) კუთხური: 6-4 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 12-8 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 49 731

საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 1:2
საუთჰემპტონი (4-1-4-1): ბორუცი - ფოქსი (79. რივსი), ფონტე, იოშიდა, კლაინი - პანჩეონი (58. მაუკა) - ლალანა, ლამბერტი, დევისი (79. დო პრადო), შნაიდერლინი - როდრიგესი
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - უოლკერი, კოლკერი, გალასი, ვერტონგენი - ჰადლსტოუნი (63. ლივერმორი), სანდრო, ლენონი, დემპსი (90+2 დოუსონი) - ბეილი, დეფო (78. სიგურდსონი)
გოლები: 0:1 ბეილი (15), 0:2 დემპსი (39), 1:2 როდრიგესი (66)
გაფრთხილება: - სანდრო, ვერტონგენი, ლივერმორი
კარში დარტყმა: 7-10 (1-3) კუთხური: 2-3 თამაშგარე: 3-5 ჯარიმა: 16-10 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 31 944

ჩელსი-იუნაიტედი 2:3
ჩელსი (4-4-2): ჩეხი - კოული, კეჰილი, ლუისი, ივანოვიჩი - ოსკარი (66. ასპილიკუეტა), აზარი (82. სტარიჯი), რამირესი, მიკელი - მატა (72. ბერტრანი), ტორესი
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა - კერიკი, კლევერლი (65. ერნანდესი), ვალენსია, იანგი - რუნი (74. გიგზი), ვან პერსი
გოლები: 0:1 ლუისი (4 ს.კ-ში), 0:2 ვან პერსი (12), 1:2 მატა (44), 2:2 რამირესი (53), 2:3 ერნანდესი (2:3)
გაფრთხილება: ტორესი, მიკელი - რუნი, ვალენსია
გაძევება: ივანოვიჩი (63), ტორესი (69)
კარში დარტყმა: 10-7 (5-4) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 41 644

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ჩელსი 9 7 1 1 21-9 22
2 იუნაიტედი 9 7 0 2 24-13 21
3 სიტი 9 6 3 0 18-9 21
4 ტოტენჰემი 9 5 2 2 17-13 17
5 ევერტონი 9 4 4 1 17-11 16
6 არსენალი 9 4 3 2 14-6 15
7 ფულჰემი 9 4 2 3 19-14 14
8 ვესტ ჰემი 9 4 2 3 13-11 14
9 ვესტ ბრომვიჩი 9 4 2 3 13-11 14
10 ნიუკასლი 9 3 4 2 11-13 13
11 სუონსი 9 3 2 4 14-13 11
12 ლივერპული 9 2 4 3 12-14 10
13 სტოკი 9 1 6 2 8-9 9
14 სანდერლენდი 8 1 6 1 6-8 9
15 უიგანი 9 2 2 5 10-16 8
16 ნორვიჩი 9 1 4 4 7-18 7
17 ასტონ ვილა 9 1 3 5 7-14 6
18 რედინგი 8 0 4 4 11-17 4
19 საუთჰემპტონი 9 1 1 7 14-26 4
20 ქუინზ პარკი 9 0 3 6 7-18 3

ბომბარდირები:
7 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 6 - დემბა ბა (ნიუკასლი), მიგელ მიჩუ (სუონსი).

მომდევნო ტური
3 ნოემბერი
მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი, ფულჰემი-ევერტონი, ნორვიჩი-სტოკი, სანდერლენდი-ასტონ ვილა, სუონსი-ჩელსი, ტოტენჰემი-უიგანი, ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი

4 ნოემბერი

ქუინზ პარკი-რედინგი, ლივერპული-ნიუკასლი, ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ან მანჩესტერის ფანი ხარ ან კიდე საქმეში ჩაუხედავი. კაცს სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება და შენ კიდე არაფერს ახსენებ! ან ის მაინც თქვი თამაშგარედან რო დავიდა ბოლო გოლი...:X:X: აცი აკ შემომსვლელი არ ვარ!
giorgi
12:28 30-10-2012
0
ავტორ ობიექტურობა გსმენია რა არის? თუ მიმოხილვაზე წერ სტატიას შენ არასწორ აზრებს ნუ გვახვევ თავზე. შენ ან მაჩეს ფანი ხარ ან თამაში არ გინახავს
chelsea
20:20 29-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული