რედინგი-არსენალი 5:7 - არსენ ვენგერი: "არსენალში" ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის თასის მერვედფინალური მატჩი "რედინგთან" ჩოგბურთის შეხვედრას შეადარა.

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" "რედინგი" ანგარიშით 7:5 დაამარცხა (იხილეთ ვიდეო).

"ჩვენი გოლი პირველ ტაიმში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 4-2-4 სქემაზე გადასვლის შემდეგ ფეხბურთელები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, ხოლო ბოლო წუთებზე გატანილი გოლი საოცრება იყო.

"არსენალში" ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და არ ნებდებიან. ფეხბურთელებმა ჩვენი დავალებები კარგად შეასრულეს. პირველი სეტი ჩვენ მოვიგეთ. ეს ჩოგბურთის მატჩი იყო", - თქვა ვენგერმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული