"ლივერპულის" ქომაგები მოითხოვენ, ჯო კოული ჯიხურში გაცვალონ

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველის, ჯო კოულის თამაშმა "სუონსის" (1:3) წინააღმდეგ მერსისაიდელთა ქომაგებში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

ფეხბურთელი, რომელიც ამ ზაფხულს დაბრუნდა "ლილიდან", სადაც იჯარის წესით იმყოფებოდა, კვირაში ხელფასის სახით 100 ათას ფუნტს იღებს, მაგრამ მოედანზე იშვიათად ჩნდება.

კოული სათასო მატჩში მონაწილეობდა, თუმცა საკუთარი შანსი ვერ გამოიყენა და შესვენების დროს იქნა შეცვლილი.

ქომაგთა აქტიურმა ჯგუფმა კი "ტვიტერზე" აქცია დაიწყო, სადაც მოითხოვენ, რომ ჯო კოული ჯიხურში გაცვალონ. სხვათა შორის, ამ იდეას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული