იაია ტურე კარიერის დასრულებას "სიტიში" აპირებს

AutoSharing Option
აფრიკელი ფეხბურთელი იაია ტურე კარიერის დასრულებას "მანჩესტერ სიტიში" აპირებს.

"ცხოვრებაში ყველაფერს მხოლოდ ფული არ წყვეტს. არსებობს ოჯახი, მშობლები და ბევრი სხვა რამ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მუშაობა. ამ მხრივ კი მანჩესტერში ყველაფერი მაკმაყოფილებს.

"მანჩესტერ სიტიში" "ბარსელონადან" მივედი, რომელსაც დიადი ისტორია აქვს. "ქალაქელებს" ასეთი შთამბეჭდავი ისტორია არ აქვთ, თუმცა აქ იმისთვის ვარ, რომ ჩვენი ისტორია შევქმნათ.

დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ქომაგებს გაახსენდებათ კლუბში შეტანილი ჩემი წვლილი. ამიტომ კარიერის დასრულება "სიტიში" მსურს", - თქვა ტურემ.

მომზადებულია L'equipe-ი
ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული