"ჩელსიმ" უელბეკის რასისტული შეურაცხყოფის გამო ქომაგს "სტემფორდ ბრიჯზე" დასწრება აუკრძალა
AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობამ ერთ-ერთ გულშემატკივარს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის, დენი უელბეკის რასისტული შეურაცხყოფის გამო "სტემფორდ ბრიჯზე" დასწრება აუკრძალა.
ინციდენტი გასულ კვირას ინგლისის თასის მატჩზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის დაპირისპირება ლონდონელთა გამარჯვებით, 5:4 დასრულდა.
"დასჯილი ქომაგი "ჩელსის" ფან-კლუბის წევრი არაა და გუნდის შეხვედრების სეზონური აბონემენტიც არ აქვს", - იუწყება BBC.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.