ედგარ დავიდსი თანაგუნდელს ეჩხუბა

AutoSharing Option
ეტერანმა ჰოლანდიელმა ედგარ დავდსმა "კრისტალ პალასში" ყველს პირი დააღებინა - 37 წლის ვარსკვლავმა მარცხენა მცველს ჯულიან ბნეტს ღრიალი დაუწყო, რამე არ შეგეშალოს, აქ ბოსი მე ვარო.

ვნებათაღელვა იმან გამოიწვია, რომ ბენეტმა, რომელიც "კრისტალ პალასში" "ნოტინგემ ფორესტიდან" გახლავთ გადასული, დავიდსს ვარჯიშზე ბურთის დაკარგვის გამო რაღაც შეუყვირა. ამის გაგონებაზე დვიდსმა, რომელიც "არწივებს" აგვისტოში შეუერთდა, გონება დაკარგა და თანაგუნდელს მიეჭრა. ეს ამბავი "კრისტალ პალასის" საწვრნელ ბაზაზე, ბეკენჰემში მოხდა.

თვითმხილველმა თქვა: "ედგარი "კრისტალ პალასში" თავს მთლად შინაურულად ვერ გრძნობს. ბენეტის კომენტარი მან თავხედობად ჩათვალა
და საბრალო მაისურით ჩაბღუჯა. წყობიდან გამოსული დავიდსი ღრიალებდა იცოდეთ აქ ბოსი მე ვარო. გაოცებისგან მთელმა გუნდმა პირი დააღო. არავინ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ბოლოს, რამდენიმე ფეხბურთელი გამოერკვა, მათ დავიდსი ბენეტი დააშორეს ერთმანეს.

საერთოდ, ფეხბურთელები ვარჯიშებზე ხშირად კმათობენ, მაგრამ ამის გამო ჩხუბი არასდროს ტყდება".

ინგლისურმა ტაბლოიდებმა გაიხსენეს, რომ ედგარ დვიდსი 1996 წლის ევროპის ჩემპიონტიდან მწვრთნელთან გუს ჰიდინკთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს. 2005 წელს "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ვარჯიშზე ფიცხი ჰოლანდიელი რობი კინსაც წაეჩხუბა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული