ვნებათაღელვა იმან გამოიწვია, რომ ბენეტმა, რომელიც "კრისტალ პალასში" "ნოტინგემ ფორესტიდან" გახლავთ გადასული, დავიდსს ვარჯიშზე ბურთის დაკარგვის გამო რაღაც შეუყვირა. ამის გაგონებაზე დვიდსმა, რომელიც "არწივებს" აგვისტოში შეუერთდა, გონება დაკარგა და თანაგუნდელს მიეჭრა. ეს ამბავი "კრისტალ პალასის" საწვრნელ ბაზაზე, ბეკენჰემში მოხდა.
თვითმხილველმა თქვა: "ედგარი "კრისტალ პალასში" თავს მთლად შინაურულად ვერ გრძნობს. ბენეტის კომენტარი მან თავხედობად ჩათვალა
საერთოდ, ფეხბურთელები ვარჯიშებზე ხშირად კმათობენ, მაგრამ ამის გამო ჩხუბი არასდროს ტყდება".
ინგლისურმა ტაბლოიდებმა გაიხსენეს, რომ ედგარ დვიდსი 1996 წლის ევროპის ჩემპიონტიდან მწვრთნელთან გუს ჰიდინკთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს. 2005 წელს "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ვარჯიშზე ფიცხი ჰოლანდიელი რობი კინსაც წაეჩხუბა.