ატკინსონი, რომელსაც ვენგერმა დაქაჩა

AutoSharing Option
შაბათს "არსენალი" "ბირმინგემს" ხვდება და ამ შეხვედრას მარტინ ატკინსონი უმსაჯებს. ეს ის არბიტრია, რომელიც ჩრდილოლონდონელთა გაცეცხლებულმა თავკაცმა არსენ ვენგერმა დაახლოებით ერთი თვის წინ ხელით მოატრიალა და რაღაც უყვირა, რის გამოც მას 8 ათასი ფუნტი გადაახდევინეს და ერთი თამაშიც გამოატოვებინეს. ეს ამბავი "მეთოფეთა" და "სანდერლენდის" შეხვედრაში მოხდა, სადაც ატკინსონი მეოთხე მსაჯი გახლდათ.

კიდევ, ატკინსონი ის არბიტრი გახლავთ, რომელიმაც, ერთი ხნის წინ, "მანჩესტერ სიტისა" და "ნიუკასლ იუნაიტედის" შეხვედრაში ჰატემ ბენ არფას წინააღდეგ Bნაიჯელ დე იონგის საქვეყნოს ცნობილი უხეშობა ვერ შეამჩნია. არადა, დე
იონგმა ისეთი რამ ჩაიდინა, რომ 23 წლის ფრანგს ორ ადგილას მოტყდა ფეხი.

შეგახსენებთ, რომ ამ უხეშობის გამო დე იონგი თავად ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა მოკვეთა ორი თამაშით. ვენგერმა ვან მარვიიკი შეაქო:

"ჰოლანდიელთა საქციელს მივესალმები. დაუჯერებელი ის გახლდათ, რომ სეთი ინციდენტების გამო ფეხბურთელებს არ სჯიან. ერთი და იგივე რამ უკვე მერამდენედ მეორდება. ამას შემთხვევითობას და დამთხვევას ვეღარ ვუწოდებთ" - თქვა "მეთოფეთა" თავკაცმა.

ახლა, ატკინსონისა და "ბირმინგემის" ურთიერთობასაც გადავხედოთ: ბოლოს ეს მსაჯი "სიტის" თამაშს ბირმინგემულ დერბიში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გაუძღვა და მწვრთნელი ალექს მაკლიში გააბრაზა - "ვილასI სასარგებლოდ თამაშის მიწურულს საეჭვო პენალტი დანიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული