ხუან მატა: სანახაობრივი ფეხბურთი გამარჯვების ყველაზე კარგი ხერხია

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ხუან მატამ აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში "არისტოკრატები" ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს და ეს გუნდის ახალწვეულების ედენ აზარისა და ოსკარის დამსახურებაა.

"ყველა გუნდი იმ ფეხბურთელებით თამაშობს, რომლებიც ჰყავს. ახლა კი ჩვენ ოსკარი და აზარი გვყავს, რომლებიც ოსტატურად ათამაშებენ ბურთს.

მათ ბურთის კონტროლი და სახიფატო გადაცემების გაკეთება შეუძლიათ, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია. პირადად მე ასეთ სტილში მიყვარს თამაში.

საკუთარი თამაშით ვტკბებით. ვცდილობთ სანახობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ და მე თუ მკითხავთ, ეს გამარჯვების ყველაზე კარგი ხერხია", - თქვა მატამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული