პატრის ევრა: მარიო ბალოტელის იტალიაში დაბრუნება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა პატრის ევრამ "სიტის" ფორვარდზე, მარიო ბალოტელიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას სამშობლო ენატრება.

"მარიოს იტალია ენატრება. არ ვიცი, დარჩება თუ არა ის "სიტიში", რადგან მარიოს სამშობლოში სურს დაბრუნება. მისი აგენტი არ ვარ; უბრალოდ, იმას გეუბნებით, რასაც ის განიცდის.

ბალოტელი ჩემი უსასტიკესი მეტოქეა მანჩესტერულ დერბიში. ხშირად ვხვდები მას და კარგად ვიცნობ. მოედნის მიღმა ერთმანეთს ხშირად ვეხუმრებით ხოლმე.

მანჩინიმ ნათლად ანიშნა მას, რომ გუნდის დატოვება შეუძლია, თუმცა მარიოს "სიტის" ფორმის მორგება კვლავ შეუძლია. მე აქ არაფერს ვწყვეტ. უბრალოდ, ვიცი,
რომ ის შესაძლოა ტრანსფერზე დააყენონ", - თქვა ევრამ.

მომზადებულია Sky Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული