შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" სტუმრად მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ (იხილეთ ვიდეო).
"ნორვიჩმა" დაიმსახურა გამარჯვება, რადგან ამისთვის მათ ბევრი იშრომეს.
ისინი თავს კარგად იცავდნენ, ხოლო მეტოქე გუნდის მეკარემ ორი-სამი ისეთი "სეივი" გააკეთა, რასაც მატჩში ბევრი რამის შეცვლა შეეძლო.
ჩემი ფეხბურთელები მიჩვეულები არიან შეხვედრის ბედის შემოტრიალებას, ამიტომ მეტოქისთვის ბოლო წუთებზე მრისხანე ძალა ვართ.
ამჯერადაც გვქონდა მომენტები, მაგრამ ეს უბრალოდ ჩვენი საღამო არ იყო", - თქვა ფერგიუსონმა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით