სტარიჯით დიდი ხანია, დაინტერესებულია "ლივერპული". ადრე მერსისაიდელები მის ჩართვას ტორესის ტრანსფერში ცდილობდნენ, ხოლო ზაფხულში იჯარის წესით სურდათ აყვანა, თუმცა უარი მიიღეს.
ახლა კი "წითლები" კვლავ შეეცდებიან ფეხბურთელის გადაბირებას, რადგან ბრენდან როჯერსი სტარიჯს იდეალურ პარტნიორად მიიჩნევს ლუის სუარესთან ერთად თავდასხმაში.
მთავარი პრობლემა შესაძლოა ფორვარდის ფასი გახდეს, რომელიც 15 მილიონ ფუნტს წარმოადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ სტარიჯი "ჩელსის" დატოვებს, კლუბი "ლევერკუზენიდან" ანდრე შურლეს გადაბირებას გეგმავს.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით