თეო უოლკოტი "არსენალის" ახალ კონტრაქტს დათანხმდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" 23 წლის ნახევარმცველმა თეო უოლკოტმა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა.

ადრე ფეხბურთელი ხელფასის კვირაში 75 ათასიდან 100 ათასამდე გაზრდას მოითხოვდა, ხოლო "მეთოფეები" მხოლოდ 80 ათასი ფუნტის გადახდაზე იყვნენ თანახმა.

საბოლოო ჯამში მხარეები 90 ათას ფუნტზე შეთანხმდნენ. გამომდინარე აქედან, უოლკოტი ახლო მომავალში "არსენალთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელის კონტრაქტის ვადა 2013 წლის ზაფხულში იწურებოდა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული