ბენდტნერს ამ სეზონში "მეთოფეთა" შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია. მას სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპონატზე, საზარდული ეტკინა და მას მერე მკურნალობას მოუნდა.
თავიდან ნავარაუდევი იყო, რომ დანიელი ფორვარდი მომდევნო კვირაში დონეცკის "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში უნდა დაბრუნებოდა მოედანს, მაგრამ ბოლო დღეებში თავს აშკარა პროგრესი შეამჩნია და არ არის გამორიცხული მანამდე, პრემირლიგაში
"თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ - უთხრა ბენდტნერმა "დეილი მირორს" - დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი შაბათს "ბირმინგემის" წინააღმდეგ მათამაშებს. ერთი სული მაქვს როდის გავალ მოედანზე. რა ხანია დაშავებული ვიყავი და თამაში ძალიან მომენატრა.
ჯერ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში ვაპირებდი ძალების მოსინჯვას და ფორმის აღდგენას, მაგრამ ბოლო ვარჯიშებზე საკუთარი თავით ისე კმაყოფილი დავრჩი, რომ ახლა, იმის თქმაც კი შემიძლია, რომ ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია.
გასულ კვირაში ხუთი დღე ვივარჯიშე და მერე, შაბათ-კვირას დავისვენე. ეს ხუთდღიანი ვარჯიში არ გამჭირვებია".