ლონდონის "ჩელსი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო გაათავისუფლა.

ამის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"გუნდის ბოლოდროინდელი გამოსვლა და შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი. ამიტომ კლუბის მფლობელმა და საბჭომ გადაწყვიტეს, რომ ცვლილებები აუცილებელია.

კლუბს რთული ამოცანა უდგას წინ - ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლა და ასევე, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურზე დამკვიდრება.

მფლობელი და საბჭო მადლობას უხდიან რობერტო დი მატეოს გაწეული სამსახურისთვის და ისტორიული შედეგისთვის, როგორი
ცაა ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებით კლუბი განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს",
-
ნათქვამია განცხადებაში.

მომზადებულია chelseafc.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ან რაფაელ ბენიტესი იქნება
რობერტო დი მატეო: როგორც ყველა დიდ კლუბს, ჩვენც მოგვიწევს წნეხის ქვეშ ყოფნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული