"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ან რაფაელ ბენიტესი იქნება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიდან" რობერტო დი მატეოს გათავისუფლების შემდეგ ინგლისურ პრესაში უმალვე გაჩნდა ინფორმაცია "არისტოკრატთა" ახალი მთავარი მწვრთნელის  სავარაუდო კანდიდატების შესახებ.

ინგლისელების აზრით, მწვრთნელის დროებით მოვალეობებს ავრაამ გრანტი ან რაფაელ ბენიტესი შეასრულებს.

ხოლო ნომერ პირველი კანდიდატი რომან აბრამოვიჩისთვის ხოსეპ გვარდიოლაა. იმ შემთხვევაში, თუ პეპი გადაწყვეტილებას არ შეცვლის და დასვენებას ზაფხულამდე გააგრძელებს, მაშინ დროებით მწვრთნელად გრანტი ან ბენიტესი მოგვევლინებიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსგავს წინადადებაზე უარი თქვა გასულ სეზონში ბენიტესმა, რომელსაც კონტრაქტი მინიმუმ წელიწადნახევარზე სურდა.

გვარდიოლას უარის შემთხვევაში კი სრულიად შესაძლებელია, ბენიტესი "ჩელსის" მთავარი
მწვრთნელი უკვე გრძელვადიან პერიოდში გახდეს.

ცნობილია, რომ ლონდონელთა მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ ბენიტესს; ხოლო რაც შეეხება გრანტს, 2008 წელს გუნდიდან გათავისუფლების მიუხედავად, ავრაამი მუდამ მზადაა, "ლურჯებს" მხარში ამოუდგეს.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ლონდონის "ჩელსი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული