შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს "ჩელსის" ხელმძღვანელობა "იუვენტუსთან" (0:3) ჩემპიონთა ლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ რობერტო დი მატეოს დაემშვიდობა.
ამჟამად "არისტოკრატები" თავკაცის გარეშე არიან დარჩენილნი. ხოლო რაც შეეხება ბენიტესს, ის წინააღმდეგი არაა, ინგლისში იმუშაოს.
"თქვენ "ჩელსიზე" მეკითხებით, მაგრამ ამჟამად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. კი, მართალია, ხალხი ამაზე საუბრობს.
რა თქმა უნდა, "ჩელსი" ტოპ-გუნდია, რომელიც ტიტულებისთვის იბრძვის. ზუსტად ეს მჭირდება", - თქვა ბენიტესმა.
მომზადებულია The Independent-ის
ასევე იხილეთ:
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ან რაფაელ ბენიტესი იქნება
ლონდონის "ჩელსი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა