რაფაელ ბენიტესის ასისტენტი ბუდევეინ ზენდენი იქნება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო შტაბის შერჩევა დაიწყო.

ბენიტესის ერთ-ერთი ასისტენტი ჰოლანდიელი ბუდევეინ ზენდენი იქნება.

ამის შესახებ ზენდენის მამამ და ამავე დროს აგენტმა პიერ ზენდენმა განაცხადა.

"21 ნოემბერს ბუდევეინი ბენიტეს შეუთანხმდა, ხოლო დღეს ლონდონში მიფრინავს. ვფიქრობ, ის "ჩელსიში" სეზონის ბოლომდე იქნება, როგორც ბენიტესი",
- თქვა 36 წლის ზენდენის მამამ.

მომზადებულია Voetbal International-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული