სერ ალექს ფერგიუსონი: დი მატეოს თანავუგრძნობ, ბენიტესს კი მაგრად გაუმართლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტის, რაფაელ ბენიტესის დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.

"ბენიტესს ძალიან გაუმართლა, "ჩელსიში" რომ სწორედ ამ მომენტში აღმოჩნდა. ზუსტად ასეთი მდგომარეობა დახვდა მას "ინტერშიც" - წავიდა ჟოზე მოურინიო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ჰქონდა მოგებული და გუნდში მოსულმა ბენიტესმა შედეგად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

ახლა რაფაელს აქვს შანსი, ამ ტურნირზე მეორეჯერაც მიაღწიოს წარმატებას.

საერთოდ კი, რა თქმა უნდა, დი მატეოს გათავისუფლებამ გამაოცა. მე თანავუგრძნობ მას - დი მატეომ ხომ სულ ახლახან ჩემპიონთა ლიგა
და ინგლისის თასი მოიგო, ახლა კი შეეძლო თავად ეზეიმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება",
- თქვა ფერგიუსონმა.

ასევე იხილეთ:
რაფაელ ბენიტესი: ყველა ფიქრი მხოლოდ მომავალ მატჩს ეხება
აბრამოვიჩმა დი მატეო ტორესის გამო გააგდო? რა ელის ბენიტესს?
"ჩელსის" გულშემატკივრები რაფაელ ბენიტესს არ მიიღებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული