ლივერპული ლივერპულისგან მილიარდს ითხოვს

AutoSharing Option
"ლივერპულის" საშველი აღარ არის: მოგეხსენებათ, უმაღლესმა სასამართლომ განიხილა მერსისაიდული კლუბის მეპატრონეების ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის დავა იმავე კლუბის დირექტორატთან და მეპატრონეები გაამტყუნა. შესაბამისად, დირექტორებს ხელ-ფეხი გაეხსნათ – თითქოსდა, "წითლების" ამერიკული კომპანიისთვის New England Sports Ventures-სთვის მიყიდვას წინ აღარაფერი უნდა დადგომოდა, მაგრამ მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა.

შეგახსენებთ, რომ New England Sports Ventures "ლივერპულიში" 300 მილიონ ფუნტს იხდის, რაც ჰიკსისა და ჯილეტის აზრით კლუბის რეალურ ფასზე გაცილებით მცირე რიცხვია. თუმცა, მხოლოდ ფასშიც არ არის საქმე, მეპატრონეებმა, როგორც ჩანს იეჭვეს, რომ ყველაფერი,
რაც მოხდა, წინასწარ დაგეგმილი შეთქმულების შედეგი იყო და სასამართლოში კვლავ სარჩელი შეიტანეს. ამჯერად, ჰიკსი და ჯილეტი ერთად უჩივიან "ლივერპულის" კრედიტორს შოტლანდიის სამეფო ბანკს, კლუბის თავმჯდომარეს მარტინ ბრაფტონს, აღმასრულებელ შეფს კრისტიან პარსლოუს, დირექტორატის წევრს იან ეირის, ფინანსურ დირექტორს ფილიპ ნეშს და, რასაკვირველია, კომპანია New England Sports Ventures-ს. ჯამში ჰიკსი და ჯილეტი 1 მილიარდ ფუნტს ითხოვენ.

გარდა ამისა, "ლივერპულის" მეპატრონეებმა მიაღწიეს იმას, რომ აშშ-ის ქალაქ დალასის სასამართლომ ინგლისური კლუბისNew England Sports Ventures-სთვის გადაფორმების საქმე შეაჩერა და მოსმენა 25 ოქტომბრისთვის დანიშნა.

არადა, ოთხშაბათს, საღამოს 8 საათზე "ლივეპულის" დირექტორატის წევრები და New England Sports Ventures-ის წარმომადგენლები მშვიდად დასხდნენ და კლუბის ამერიკული კომპანიისთვის ერთხელ და საბოლოოდ მიყიდვისდეტალებზე დაიწყეს ლაპარაკი. სამი საათის შემდეგ მერსისაიდელების პრეს-ცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის ყველაფერი მოყვა, რაც ჩვენ უკვე გიამბეთ.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ტომ ჰიკსსა და ჯორჯ ჯილეტს 300 მილიონი ფუნტი, რომელსაც ზემოთ არაერთგზის ხსენებული ამერიკული კომპანია იხდის ძალიან ცოტა ჰგონია და ცდილობს "ლივერპული" აზიელ ბიზნესმენს (უკვე შეგვიძლია მისი ვინაობაც დავაზუსტოთ) სინგაპურელ პიტერ ლიმს მიჰყიდოს.

ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ლიმის პრეს-მდივანმა განაცხადა:

"ჯერ არაფერი დასრულებულა. პიტერი მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და სწამს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია იყიდოს "ლივერპული".
პიტერ ლიმი მერსისაიდულ კლუბსი 360 მილიონ ფუნტს იხდის, 60 მილიონი ფუნტი კი სახუმარო თანხა არ გახლავთ, 95 მილიონი ამერიკული დოლარია.
ილია ბაბუნაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული