პეტრ ჩეხი: რაფაელ ბენიტესს შანსი უნდა მივცეთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მეკარემ პეტრ ჩეხმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი დაიცვა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის დებიუტი "ჩელსის" თავკაცის როლში პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონთან, "სიტისთან" შედგა.

"სტემფორდ ბრიჯზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ბენიტესს "თბილი დახვედრა" ნამდვილად არ მოუწყო.

"სამწუხაროდ, ისტორიას ვერ შევცვლით. არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. ადრე ბენიტესი "ლივერპულის" მწვრთნელი იყო და ჩვენ შორის ნამდვილი ბრძოლები იმართებოდა. ყველაფერი ზუსტად აქედან მოდის.

თუმცა ბენიტესი "ჩელსიში" იმიტომ მოვიდა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს. მას შანსი უნდა მივცეთ,
რომ დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები",
- თქვა ჩეხმა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული