შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის დებიუტი "ჩელსის" თავკაცის როლში პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონთან, "სიტისთან" შედგა.
"სტემფორდ ბრიჯზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ბენიტესს "თბილი დახვედრა" ნამდვილად არ მოუწყო.
"სამწუხაროდ, ისტორიას ვერ შევცვლით. არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. ადრე ბენიტესი "ლივერპულის" მწვრთნელი იყო და ჩვენ შორის ნამდვილი ბრძოლები იმართებოდა. ყველაფერი ზუსტად აქედან მოდის.
თუმცა ბენიტესი "ჩელსიში" იმიტომ მოვიდა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს. მას შანსი უნდა მივცეთ,
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით