ინგლისის პრემიერლიგის XIII ტურში "ჩელსი"-"სიტის" შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.
"შანსი მრავლად გვქონდა, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ. მოწინააღმდეგის კარამდე იოლად მივდიოდით, მაგრამ ბოლო პასის გაკეთება გვიჭირდა.
მეტოქის საჯარიმოში მყოფი ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ყველას აჯობო და გაიტანო.
არადა, ჩვენ დღეს ყველაფერი გამოგვდიოდა, გარდა დამაგვირგვინებელ ფაზაში შედეგიანად თამაშისა", - მოჰყავს მანჩინის სიტყვები "მანჩესტერ სიტის" ოფიციალურ ვებგვერდს.
"
"რეალთან" მატჩის შემდეგ ჩვენ აშკარად კარგად გავისარჯეთ", - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.
13 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში წაგება არ განუცდია. ამჟამად ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" ქულით ჩამორჩება.
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XIII ტური: სერ ალექს ფერგიუსონის ჩვეული მანტია [VIDEO]