ჩერნოგორიასთან 0:0-ის შემდეგ რუნიმ თქვა: "კოჭი საერთოდ არ მტკიებია".
ასეთი განცხადებით წახალისებულმა ჟურნალისტებმა "იუნაიტედის" ფორვარდს კითხვა გაუმოეორეს, ჩაეძიენ, მაშ საიდან მოიტანა ფერგიუსონმა მისი ტრავმის ამბავი.
"არ ვიცი"
უეინ რუნისა და მანჩესტერული კლუბის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა მომდევნო სეზონის ბოლოს გაუდის. ამასთან დაკავშირებით, "იუნაიტედმა" ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ გამოამჟღავნა თავდამსხმელთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის დადების სურვილი, თუმცა ამას ისეთი გაგრძელება არ მოჰყვა, როგორსაც "ოლდ ტრეფორდზე" ელოდნენ – მხარეები ამ ნახევარ წელიწადში მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და, როგორც ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რუნიმ ორივეჯერ დრო და მოლაპარაკებების გადადება ითხოვა. ამბობენ, რომ ფორვარდის გადაბირება მადრიდის "რეალს" უნდა და ჯერ ერთი ხელფასს მანჩესტერელებზე არანაკლებს შესთავაზებს და მეორეც ესპანეთში ბრიტანეთთან შედარებით ხელფასი თურმე უფრო ნაკლებად იბეგრება.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კი რუნი ძალიან შეაქო და თან, არ იკითხავთ, რისთვის? ჩერნოგორიასთან შეხვედრაში უხეშობისთვის, რომლისტვისაც ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. სხვათაშორის, ამ ჯარიმისთვის რუნი ერთი-ორ გაზეთში გააკრიტიკეს კიდეც.
ეს გახლდათ ეპიზოდი, როდესაც ჩერნოგორიელი ელსანდ ჟვეროტიჩი სახიფათო კონტრშეტევას ანვითარებდა, რუნიმ კი შეტევა სარმით ჩაუშალა.
"ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათის მიღება ძალიან კარგი გამოსავალი იყო, რადგან ჩერნოგორია მეტისმეტად სახიფათოდ უტევდა" – თქვა კაპელომ.
ინგლისის ნაკრების თავკაცის მხრიდან ასეთ განცხადებას არავინ ელოდა, მითუმეტეს, რომ სულ ახლახან "ფულჰემის" კაპიტანმა და ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფულმა ნახევარმცველმა დენი მერფიმ განაცხადა, რომ მას უნახავს მწვრთნელები, რომლებიც თავის ფეხბურთელებს მოწინააღმდეგეების დაზიანებას ავალებენ.