ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტურის წინ: მცირე ლონდონური დერბის წინ

AutoSharing Option
"ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტისთან" ზედიზედ მეხუთე მოუგებელი მატჩი ჩაატარა და ცხრილში მე-4 პოზიციამდე დაქვეითდა.

რაფაელ ბენიტესსა და მის სამწვრთნელო შტაბს ჩემპიონთან დაშვებული შეცდომების დეტალურად გაანალიზების დრო ნამდვილად არ აქვს, რადგან "ლურჯებს" 28 ნოემბერს კიდევ ერთი სერიოზული დაპირისპირება ელით - "სტემფორდ ბრიჯს" "ფულჰემი" სტუმრობს, გუნდი, რომელიც იმავე უბანს წარმოადგენს, რომელსაც "ჩელსი".

ასეთ მატჩებს კი მუდამ დამატებითი ინტრიგა ახლავს თან. ბუნებრივია, შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რაფა ბენიტესის ფაქტორის გამოც.

XIII ტურის დასრულების შემდეგ "ჩელსის" ფანკლუბის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ სურთ გუნდის
მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ლივერპულის" ყოფილი დამრიგებლის ხილვა:

"სტვენას არ შევწყვეტთ. ამით კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ დავუდასტურებთ ჩვენს შეურიგებელ პოზიციას.

ნამდვილად არ გვინდა, ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ სამწვრთნელო პოლიტიკაზე ვცდილობთ გავლენის მოპოვებას, მაგრამ არიან მწვრთნელები, რომელთაც ვერასოდეს შევეგუებით. მათ შორის - რაფა ბენიტესსა და ავრამ გრანტს".


ამ ფონზე რამდენად მნიშვნელოვანია "ჩელსისთვის" სამი ქულის აღება, ალბათ იოლად წარმოგიდგენიათ.

თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, მასპინძელს ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან თანაქალაქელთან ისტორიაში "ლურჯებს" სულ სამჯერ აქვთ წაგებული. თავის მხრივ, მოტივირებულია მარტინ იოლის გუნდიც, ვისაც ბოლო ხუთ შეხვედრაში 3 ფრე და 2 წაგება აქვს.

28 ნოემბერი
საუთჰემპტონი-ნორვიჩი 23:45
ტრავმა: ჩაპლოუ, რიჩარდსონი - კეინი, მარტინი, ტერნერი, რადი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +18=13-16 (69-62)

სტოკ სიტი-ნიუკასლი 23:45
ტრავმა: უილკინსონი, ოუენი, უილსონი, დელაპი - სისე, კაბაი, ბენ არფა, ს. ამეობი, ვუკჩიჩი, გოსლინგი, ობერტანი, ტეილორი
დისკვალიფიკაცია: - კოლოჩინი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 60 თამაში: +18=14-128 (71-100)

სუონსი-ვესტ ბრომვიჩი 23:45
ტრავმა: ვორმი, ლიტა, დევისი, მური, ბარტლი, გრემი, ტეილორი - რიდი, მულუმბუ, ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +5=1-2 (15-12)

ტოტენჰემი-ლივერპული 23:45
ტრავმა: ასუ-ეკოტო, კაბული, პარკერი - უისდომი, კელი, ლუკასი, ბორინი
დისკვალიფიკაცია: ადებაიორი -
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 141 თამაში: +41=36-64 (163-218)

ჩელსი-ფულჰემი 23:45
ტრავმა: სტარიჯი, ლემპარდი, ტერი - ტავარესი, კაჩანიკლიჩი, რიჩარდსონი, დევისი, დიარა
დისკვალიფიკაცია: - ჰანგელანდი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +28=15-3 (78-42)

ევერტონი-არსენალი 23:45
ტრავმა: ჰიბერტი, ანიჩებე, გიბსონი, ნევილი, მირალიაში - დიაბი, როსიცკი, ფაბიანსკი, სანტოსი, უოლკოტი
დისკვალიფიკაცია: ფელაინი -
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 184 თამაში: +54=38-92 (222-305)

უიგანი-სიტი 23:45
ტრავმა: კოლდუელი, მიაიჩი, მაკარტური, კრუსატი, ალკარასი, უოტსონი - კლიში, რიჩარდსი, როდუელი, გვიდეტი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +5=4-10 (15-22)

იუნაიტედი-ვესტ ჰემი 00:00
ტრავმა: ვიდიჩი, კაგავა, ნანი - ბენაუინი, ვას ტე, კოლისონი
დისკვალიფიკაცია: სქოულზი - ნოუბლი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 101 თამაში: +48=22-31 (194-135)

სანდერლენდი-ქუინზ პარკი 0:0
ქუინზ პარკი (4-4-1-1): მინიოლე - როუზი, კილგალონი, კუელიარი, ბერდსლი - ჯონსონი (70. მაკლინი), კატერმოული (6. კოლბეკი), გარდნერი (78. საა), ლარსონი - სესინიონი - ფლეტჩერი
ვესტ ჰემი (4-4-1-1): ჟ. სეზარი (46. გრინი) - ბოსინგვა, ჰილი, ნელსენი, ტრაორე - მბია, დიაკიტე (65. პარკი), გრანერო, ტაარაბტი (78. რაიტ-ფილიპსი) - მაკი - სისე
გაფრთხილება: კუელიარი - დიაკიტე, ჰილი, მაკი
კარში დარტყმა: 9-7 (4-5) კუთხური: 5-8 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 10-14 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 36 513

ასტონ ვილა-რედინგი 1:0
გოლი: 1:0 ბენტეკე (80)
ასტონ ვილა (4-4-1-1): გუზანი - სტივენსი (24. ლიშაი), კლარკი, ბეიკერი, ლოუტონი - ვაიმანი (68. ოლბრაიტონი), ბენანი, ვესტვუდი, ჰოლმენი (67. აირლანდი) - აგბონლაჰორი - ბენტეკე
რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - კამინგსი, მორისონი, მარიაპა, შორი - რობსონ-კანუ (83. მაკლირი), ლიგერტვუდი, ტაბი, მაკანუფი - რობერტსი (79. ჰანტი), ლე ფონდრე
გაფრთხილება: კლარკი -
კარში დარტყმა: 13-9 (6-3) კუთხური: 8-3 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 11-7 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 28 692

სატურნი
ო ცხრილი
გუნდი
1 იუნაიტედი 13 10 0 3 32-18 30
2 სიტი 13 8 5 0 25-10 29
3 ვესტ ბრომვიჩი 13 8 2 3 23-15 26
4 ჩელსი 13 7 4 2 24-13 25
5 ევერტონი 13 5 6 2 23-17 21
6 არსენალი 13 5 5 3 23-13 20
7 ტოტენჰემი 13 6 2 5 23-22 20
8 ვესტ ჰემი 13 5 4 4 16-15 19
9 სუონსი 13 4 5 4 18-16 17
10 ფულჰემი 13 4 4 5 25-23 16
11 ლივერპული 13 3 7 3 17-16 16
12 სტოკ სიტი 13 3 7 3 11-11 16
13 ნორვიჩი 13 3 6 4 10-19 15
14 ნიუკასლი 13 3 5 5 13-19 14
15 უიგანი 13 4 2 7 15-23 14
16 სანდერლენდი 13 2 7 4 12-16 13
17 ასტონ ვილა 14 3 4 6 11-22 13
18 საუთჰემპტონი 13 3 2 8 20-30 11
19 რედინგი 13 1 6 6 16-23 9
20 ქუინზ პარკი 13 0 5 9 10-26 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული