ალექს ფერგიუსონი: ენდი ქეროლში 35 მილიონ ფუნტს ნამდვილად არ გადავიხდიდი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "ვესტ ჰემის" ფორვარდზე, ენდი ქეროლზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" 28 ნოემბერს საკუთარ მოედანზე პრემიერლიგის მე-14 ტურის ფარგლებში "ვესტ ჰემს" უმასპინძლებენ.

"ვფიქრობ, ქეროლი უნდა განვითარდეს. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მან არცთუ ისე ბევრი მატჩი ჩაატარა "ნიუკასლის" შემადგენლობაში და უცბად "ლივერპულში" 35 მილიონ ფუნტად გადავიდა.

ნამდვილად არ ვიყიდიდი ასეთი ტიპის ფეხბურთელს 35 მილიონად.

დიახ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ბევრჯერ გაუკეთებია აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, მაგრამ ისინი 2 მილიონზე მეტი არ ღირდნენ.

თუ გადაწყვეტილი გაქვს ფეხბურთელის შეძენა
35 მილიონ ფუნტად, მაშინ ის კარგად უნდა შეისწავლო.

ქეროლს ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. ის დიდია და თავით კარგად თამაშობს. ასევე, ენდი აგრესიულია და მასთან თამაში იოლი არაა. მას შეუძლია, ჩვენს მცველებს პრობლემები შეუქმნას",
- თქვა ფერგიუსონმა.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტურის წინ: მცირე ლონდონური დერბის წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული