ჰარი რედნაპი ინგლისს არჩევს

AutoSharing Option
ინგლისში ამბობენ, რომ სამშაბათს, ჩერნოგორიასთან შეხვედრაში მათმა ნაკრებმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დასტოვა, რასაც სასწრაფოდ უნდა გამოსწორება. იმაზე თუ რა ხდება ეროვნულ გუნდში და რა პერსპექტივა აქვს მას, ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცი ჰარი რედნაპი გველაპარაკება.

მეკარეები

ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ვღელავდი. აშკარა იყო, რომ ინგლისის ნაკრებს მეკარის პრობლემა ჰქონდა. ვერაფრით გაირკვა ვინ უნდა ყოფილიყო გუნდის მთავარი გოლკიპერი. დღეს, ამ პოზიციაზე ფეხი ჯო ჰარტმა მოიკიდა, რასაც მივესალმები. ჯო "მანჩესტერ სიტიში" კარგად თამაშობს და ახლა, როდესაც დევიდ ჯეიმსი კარიერას ასრულებს,
დიდი შანსია შემდეგი 10 წელიწადი ჰართისა იყოს. ვფიქრობ, მისი შემადგენლობიდან ამოქდება ძალიან ძნელი იქნება და ეს მახარებს.

დაცვა

ფანები გლენ ჯონსონს ერჩიან. ეს იმიტომ ხდება, რომ ის შეტევის მოყვარული განაპირა მცველია, წინ ხშირად წასვლა კი ყოველ შეხვედრაში წარმატებას ვერ მოიტანს. მაგრამ, ეს დიდ უბედურებად არ მიმაჩნია, რადგან ჯონსონი დაცვაში რიო ფერდინანდის, ჯონ ტერისა და ეშლი კოულის მხარდამხარ ითამაშებს - ვფიქრობ, ასეთი ოთხეული მსოფლიოში არავის ჰყავს.

როდესაც ტერი ჯანმრთელადაა ფერდინანდი უკეთეს მეწყვილეს ვერ ინატრებს. ჩამოთვლილთა გარდა ინგლისში არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯოლიონ ლესკოტი, ფილ ჯეგიელკა, მაიკლ დოუსონი და ლედლი კინგი. თუმცა, ვიმეორებ, ფერდინანდისა და ტერის წყვილს ჩემი ღრმა რწმენით მსოფლიოში არავინ სჯობს, მსოფლიოს ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების მცველთა წყვილების ჩათვლით.

გეხსომებათ, სამხრეთ აფრიკაში ინგლისის ნაკრების დაცვას რიო აკლდა, შეცდომები კი არა. ჩერნოგორიასთან ფერდინანდი მოედანზე იყო და დაცვაც გაცილებით სოლიდური ჩანდა.
ნახევარდაცვა

თვალშისაცემია, რომ ინგლისის ნაკრებს ფრენკ ლემპარდის გოლები აკლია. სამშაბათს ჩერნოგორიასთან ისეთი თამაში გაიმართა, რომ ლემპარდი, მოედანზე ყოფილიყო, დიდი შანსი გოლი გაეტანა. მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია დებატები არ ცხრება, მე სტივენ ჯერარდისა და ლემპარდის წყვილში თამაშის დიდი მომხრე ვარ.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩერნოგორია "უემბლიზე" თავის დასაცავად და სწორედ ნახევარდაცვაში ფეხბურთელების ჩასამწკრივებლად ჩამოვიდა. მოდი, ნუღარ მოვიტყუებთ თავს - იოლი თამაშები აღარ არსებობს. რაგინდ სუსტად გვეჩვენოს ესა თუ ის ნაკრები, მას ყოველთვის ეყოლება სულ მცირე ორი მოთამაშე, რომლებიც რომელიმე ძლიერი საფეხბურთო ქვეყნის ლიგაში გამოდიან.

დადებითი კი ეს შევამჩნიე: ადამ ჯონსონი ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავად მკვიდრდება. დაამატეთ მას თეო უოლკოტი, ეშლი იანგი და ჯეიმს მილნერი და მიხვდებით, რომ გუნდს თამაშის გაშლის დიდი პოტენციალი აქვს.

თავდასხმა

პიტერ კრაუჩი სიმაღლეში ორი მეტრია, ასე რომ მისი საუკეთესო თვისება ზედაპირზე დევს. მისი წინ დაყენება და იმიც ცდა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ფეხში პასი მივაწოდოთ, კარგი იდეა არ არის. პიტერი საკმაოდ ტექნიკურია, თუმცა ყველაფეს მისი სიმაღლის გამოყენება აჯობებს - ის ხომ, როგორც წესი, მეტოქეთა მცველებზე ერთი თავით მაღალია. ამქვეყნად, ჩაკიდებებზე აგებული თამაშის მეხოტბეობას ვერავინ დამწამებს, მაგრამ როდესაც ნახევარდაცვაში გვყავს სტივენ ჯერარდი, რომელსაც 30 მეტრიდან კრაუჩისთვის ბურთის პირდაპირ თავზე დასმა შეუძლია, გაუგებარია, რატომ უნდა გაუშვა ეს უპირატესობა ხელიდან. ამასთან, არავინ უშლის დანარჩენ ფეხბურთელებს ხელს წინ გადაჯგუფდნენ და კრაუჩის მოგებული და დაგდებული ბურთი გაათამაშონ.

ხოლო, თუ კრაუჩის თამაში ხელს არ გაძლევს, ადექი და დაბალი თავდამსხმელი გამოიყვანე - აქ სადავო არაფერია.

ტაქტიკა

მე ინგლისის ნაკრებისთვის საუკეთესო ვარიანტად "ოქროს სამკუთხედი" მიმაჩნია: ნახევარდაცვის შუაში ჯერარდისა და ლემპარდის წყვილი, უფრო წინ კი უეინ რუნი, რომელიც შეტევას მთავარი თავდამსხმელის უკნიდან იწყებს.

ვიცი, ბოლო დროს დიდი კითხვა გაჩნდა: არის კი რუნი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი? მაგრამ, ერთიც უნდა აღვნიშნოთ, როდესაც მოედანზე არ არის ლემპარდი, რუნი ფრთაშეკვეცილია.
და ფრთებიდა, აარონ ლენონი და თეო უოლკოტი დაამატეთ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული