არსენ ვენგერი: ზამთარში ორი ფეხბურთელის ყიდვას ვაპირებთ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი ორი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.

ვენგერი ასევე "ნიუ იორკ რედ ბულსის" ფორვარდის, ტიერი ანრის "არსენალში" შესაძლო გადასვლას შეეხო და თქვა, რომ ამ ვარიანტის განხორციელება შესაძლებელია.

"ზამთარში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურები ვიქნებით. იმ რესურსებიდან, რაც გაგვაჩნია, ორი ფეხბურთელის შეძენა შეგვიძლია, რომლების ვინაობას ჯერ ვერ გეტყვით.

რაც შეეხება ანრის, იჯარის ვარიანტი ჯერ კიდევ შესაძლებელია",
- თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ "არსენალი" ზამთარში 40 მილიონამდე ფუნტს დახარჯავდა.

"მეთოფეთა" ერთ-ერთი
მთავარი სამიზნე "შალკეს" თავდამსხმელი კლას იან ჰუნტელაარია.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია ერთ-ერთი ჯანო იქნება ))
warning!
17:50 30-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული