რაფაელ ბენიტესი: უფრო გავძლიერდებით, თუ როტაციას მივმართავთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი გუნდის ყოფილ თავკას რობერტო დი მატეოს აკრიტიკებს და ამბობს, რომ გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები გადაღლილები არიან.

ბენიტესი რამდენიმე დღით ადრე რომან აბრამოვიჩს შეხვდა, რომელიც კლუბის მფლობელია, სადაც განაცხადა, რომ გუნდის ძირითადის ფეხბურთელები გამოფიტულები არიან.

"ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მთელი გუნდი გამოვიყენო. აქამდე ძირითად ერთი და იგივე ფეხბურთელები თამაშობდნენ, ხოლო სხვებს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ.

არ შეიძლება ერთი ფეხბურთელი 8 დღეში სამ მატჩში ათამაშო. ასეთ შემთხვევაში, ის ტემპს და ენერგიას მალე დაკარგავს.

თათბირი
გვქონდა, სადაც ავხსენი ის, რაც დავინახე. არავის ვაკრიტიკებ, უბრალოდ ფაქტებს ვამბობ. უფრო ძლიერები გავხდებით, თუ როტაციას მივმართავთ",
- თქვა ბენიტესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული