ლონდონის "ჩელსისთან" გამარჯვების შემდეგ "ვესტ ჰემის" ფეხბურთელები დროის სატარებლად ირლანდიაში გაემგზავრნენ, სადაც ტრავმირებული ქეროლი შარში გაეხვა.
ადგილობრივი პრესის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ენდიზე საჩივარი დაწერა, თითქოს ის დუბლინის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე ფოტოგრაფს თავს დაესხა.
თავად ქეროლმა კი ინციდენტი უარყო. ქალაქის პოლიციამ პირობა დადო, რომ შემთხვევას გამოიძიებდა.
მომზადებულია Guardian-ის მიხედვით