ტომაშ როსიცკი: უკან ძალიან ბევრ პასს ვაკეთებთ

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი ტომაშ როსიცკი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა აუცილებლად უნდა დაალაგოს თამაში უახლოეს მომავალში.

"უბრალოდ, არ გამოგვდის ბურთის კონტროლი, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით.

თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ პასების უმეტესობას უკან ვიძლევით. ყველაფერი ეს საკუთარ თავში რწმენას ეხება, რომელიც რაც შეიძლება, მალე უნდა დავიბრუნოთ.

წინ პრემიერლიგის მატჩი გველის, რომ ყველაფერი დავალაგოთ. "არსენალში" კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ერთ გუნდად უნდა შევიკრათ, რომ კარგი შედეგები ვაჩვენოთ.

გასულ სეზონში გუნდს პრობლემები ჰქონდა, თუმცა მათი დაძლევა შევძელით. დარწმუნებული ვარ, ახლაც შევძლებთ ამის გაკეთებას",
-
თქვა როსიცკიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული