XVI ტურის მიმოხილვა "ჩელსის" მატჩის მიმოხილვით დავიწყოთ. ლონდონელებმა რაფა ბენიტესის ხელში, როგორც იქნა, ენა ამოიდგეს და ჩემპიონთა ლიგაში "ნორდშელანთან" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ "სანდერლენდთანაც" გაილაღეს.
"ლურჯების" შემადგენლობაში ისევ საუკეთესო იყო ფერნანდო ტორესი. იქამდე, ვიდრე ანგარიში გაიხსნებოდა, სტუმრებმა 3-4 კარგი მომენტი გაუშვეს ხელიდან. ერთხელ ედენ აზარმა აშკარად პენალტზე თამაში გადაწყვიტა, რასაც არბიტრი მარკ ჰალსი იოლად მიუხვდა და თამაშის გაგრძელება ბრძანა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი გატანა სწორედ "ელ ნინიოს" მართებდა.
პირველმა გოლმა დიდხანს მაინც არ გვაცდევინა. ვიქტორ მოზესი-აზარის კომბინაციას ტორესმა ეფექტური
მასპინძლებს გათანაბრება მალევე მართებდათ, მაგრამ ადამ ჯონსონის შესანიშნავი პასი სტეფან სესინიონმა ქარს გაატანა.
ტაიმის მიწურულს საჯარიმოში სებასტიან ლარსონმა რამირესის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია. პენალტი ტორესმა მშვიდად გამოიყენა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში იმავე ტორესს ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო. მას ფილ ბერდსლი უყურადღებობისთვის უნდა დაესაჯა, მაგრამ ბურთი "ცხრიანს" მოარტყა. დამატებაზე ყველას ხუან მატამ აჯობა და ბურთი ბადეში მესამედ გაახვია.
მასპინძლებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. ჯონსონმა პეტრ ჩეხი მოულოდნელი დარტყმით დააშამათა. ერთი და იმავე წერტილიდან საჯარიმოს გატანა "კატებს" ორჯერ შეეძლოთ. ჯონსონს ჩეხმა აუღო, კრეიგ გარდნერმა კი ხარიხას გაარტყა.
აქაც იბერიული კვალი
"არსენალმა" "ვესტ ბრომვიჩი" ორი პენალტით დაამარცხა. თერთმეტმეტრიანებიდან დუბლი მიკელ არტეტამ შეასრულა.
თავისი შეცდომებით მატჩის საბოლოო შედეგზე სერიოზული გავლენა იქონია არბიტრმა მაიკ ჯონსმა. 26-ე წუთზე მას სტივენ რიდსა და სანტი კასორლას შორის "ორთაბრძოლაში" წესების დარღვევა მოელანდა. არადა, ირლანდიელი ესპანელს არც კი შეხებია. პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. არტეტამ ბოაზ მაიჰილს პირდაპირ ცენტრში დაურტყა.
სამაგიეროდ, რამდენიმე წუთში ჯონსმა პერ მერტეზაკერის მიერ აშკარად ხელით თამაში არ დააფიქსირა.
38-ე წუთზე ჯეკ უილშირს პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში პირველი გოლის გატანა მართებდა, მაგრამ ჟერვინიოს პასს ფეხი დასარტყმელად ვეღარ შეაგება. 64-ე წუთზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს კრის ბრანტმა საჯარიმოში ფეხი გამოუსვა. არბიტრმა ამჯერად სწორად განსაჯა და არტეტას მეორე გოლის გატანის საშუალება მისცა. ესპანელმა ილეთი გაიმეორა, მაიჰილი ამჯერადაც გადახტა და ბურთი ისევ ცენტრში გაუშვა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არტეტამ და არსენ ვენგერმა სცადეს პირველი პენალტის ეპიზოდში კასორლას ტყუილის გამართლება, მაგრამ სულ ტყუილუბრალოდ. სოციალურ ქსელებში "მეთოფეთა" ფანები თავად აღიარებდნენ, რომ მსაჯმა მათ სერიოზული სამსახური გაუწია.
ანტირეკორდსმენი
"ქუინზ პარკმა" ზედიზედ მე-16 მატჩი ვერ მოიგო, რაც პრემიერლიგის ანტირეკორდია. აქამდე ყველაზე ცუდ შედეგად 1993/94 წლების სეზონში "სუინდონის" 15-მატჩიანი მოუგებელი სერია იყო.
"რეინჯერები" ბევრს ეცადნენ, ერთი პერიოდი ანგარიშში წინაც კი იყვნენ, მაგრამ რობერტო მარტინესის "უიგანმა" მეტოქის გაჭირვება არად ჩააგდო და ქულები მაინც დააკარგვინა.
ის კი არა, შეხვედრას თუ უყურეთ, დაგვეთანხმებით, რომ მასპინძელს 5-6 ბურთის გატანა მართებდა. ხორდი გომესს, ფრანკო დი სანტოსა და არუნა კონეს საქმე მატჩის გადარჩენამდე არც უნდა მიეყვანათ, მაგრამ...
წმინდანები და სანახაობა უელსში
"საუთჰემპტონს" "რედინგის" დამარცხება ძვირი დაუჯდა. "წმინდანებმა" წამყვანი ნახევარმცველი ადამ ლალანა მუხლის ტრავმის გამო გაურკვეველი დროით მოისაკლისეს.
აღსანიშნავია კიდევ ის, რომ არბიტრმა ჯონ მოსმა ჯეისონ პანჩეონს ერთი გოლი არ ჩაუთვალა. თუმცა ნახევარმცველმა დანაკარგი მეორეში აინაზღაურა.
სუონსის "ლიბერთი სთედიუმზე" ლაღ და გახსნილ ფეხბურთს ექსპერტები თამაშის დაწყებამდე წინასწარმეტყველებდნენ. "გედებისგან" ეს ისედაც არავის უკვირს, "ნორვიჩი" კი უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაშია.
კრის ჰიუტონის გუნდს უკვე 10 თამაშია, არ წაუგია. სტუმრებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, რომლის აღმოფხვრა მიგელ მიჩუმ და კომპანიამ ვერ მოახერხეს.
მეფე რუნი და ჰოლანდიელი კარდინალი
"ეტიჰადზე" მაყურებელმა ფანტასტიკური სანახაობა იხილა. მანჩესტერულ დერბიში გუნდები ერთმანეთს ექვსი ქულისთვის დაეჭიდნენ და საბოლოოდ გამარჯვებული ასეთ ბრძოლებში შედარებით უფრო გამოცდილი "იუნაიტედი" დარჩა.
რობერტო მანჩინი შეცდა, როცა "ოლდ ტრეფორდზე" შარშანდელი დერბის ხათრით ძირითადში მარიო ბალოტელი დააყენა (მაშინ მან დუბლი შეასრულა). იტალიელმა თამაში პირწმინდად ჩააგდო, რის გამოც მალე მის ნაცვლად კარლოს ტევესი გამოვიდა. არგენტინელი "ქალაქელთა" შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
"ეშმაკებმა" სასტარტო შტურმის შემდეგ მატჩის სადავეები იგდეს ხელთ და 13 წუთის ინტერვალით ორჯერ გაიტანეს. ეს ორჯერვე უეინ რუნიმ გააკეთა.
მეორე ტაიმში მანჩინიმ შეცვლები თითქოს გამოიცნო. მისმა გუნდმა მეორე ტაიმში მეტოქე სერიოზულ წნეხში მოაქცია. მასპინძლებმა ორბურთიანი ფორა აღმოფხვრეს, მაგრამ "იუნაიტედს" რობინ ვან პერსის საჯარიმომ უშველა.
არადა, ჰოლანდიელი მთელი მატჩი ჩრდილში იდგა. მან გარკვეულწილად რუხი კარდინალის როლი ითამაშა.
იშვიათი ხილი
"ევერტონმა" იშვიათი ფინალი შემოგვთავაზა. მართალია, უკანასკნელ წუთზე ვან პერსიმაც გაიტანა, მაგრამ მერსისაიდელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორჯერ მოახერხეს ამის გაკეთება და მეტოქეს 3 ქულა ხელიდან გამოგლიჯეს.
გოლებს შორის პაუზა ერთი წუთიც კი არ ყოფილა. განსაკუთრებით ეფექტური მეორე კომბინაცია გახლდათ.
9 დეკემბრამდე "ლივერპულს" ზედიზედ ორი მოგება 2011 წლის სექტემბერ-ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა. "წითლებმა" "ვესტ ჰემის" "აპტონ პარკზე" მოულოდნელად იმარჯვეს, თანაც ლუის სუარესის გარეშე.
ასე რომ, ბრენდან როჯერსის დანაქადნები, თამაში ურუგვაელის გარეშეც შეგვიძლიაო, თურმე რეალური ყოფილა.
ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
გოლები: 1:0 არტეტა (26-პენ), 1:0 არტეტა (64-პენ)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - გიბსი, ვერმალენი, მერტეზაკერი, სანია - უილშირი, არტეტა - ჟერვინიო (81. როსიცკი), კასორლა (87. პოდოლსკი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (77. კოკლენი) - ჟირუ
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - რიდი, მაკოლი, ოლსონი, რიჯუელი (7. პოპოვი) - მორისონი, მულუმბუ - ოდემვინგე (77. ლუკაკუ), გერა (75. როსენბერგი), ბრანტი - ლონგი
გაფრთხილება: ჟირუ, მერტეზაკერი - ოლსონი, ბრანტი, რიდი
კარში დარტყმა: 13-7 (4-2) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 5-3 ჯარიმა: 15-9 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 60 083
ასტონ ვილა-სტოკ სიტი 0:0
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლიშაი, კლარკი, ბეიკერი, ლოუტონი - ბენანი (78. დელფი), ვესტვუდი, ჰოლმენი (70. აირლანდი), ჰერდი - აგბონლაჰორი (66. ბენტი), ბენტეკე
სტოკ სიტი (4-5-1): ბეგოვიჩი - შოტონი, ჰუთი, შოუკროსი, კემერონი - უოლტერსი, უაიტჰედი, ნზონზი, უელანი, ეთერინგტონი (68. ჯერომი) - ჯონსი (75. კრაუჩი)
გაფრთხილება: - შოტონი
გაძევება: - შოტონი (90)
კარში დარტყმა: 5-1 (2-0) კუთხური: 3-2 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 10-17 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 30 110
საუთჰემპტონი-რედინგი 1:0
გოლი: 1:0 პანჩეონი (61)
საუთჰემპტონი (4-4-2): დევისი - შოუ, იოშიდა, ფონტე, კლაინი - ლალანა (40. რამირესი), შნაიდერლინი, კორკი, პანჩეონი - ლამბერტი, როდრიგესი (78. დო პრადო)
რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - კამინგსი, მარიაპა, მორისონი (65. პირსი), შორი - რობსონ-კანუ (77. მაკლირი), ლიგერტვუდი, ტაბი (69. ჰანტი), მაკანუფი - რობერტსი, ლე ფონდრე
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 17-6 (7-3) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 11-11 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 29 331
სანდერლენდი-ჩელსი 1:3
გოლები: 0:1 ტორესი (11), 0:2 ტორესი (45-პენ), 0:3 მატა (48), 1:3 ე. ჯონსონი (66)
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - როუზი, ოში, კუელიარი, ბერდსლი (66. კოლბეკი) - მაკლინი, ლარსონი (81. საა), გარდნერი, ე. ჯონსონი - სესინიონი - უიკჰემი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ლუისი, კოული - რამირესი, რომეუ (20. ოსკარი) - მოზესი (61. ბერტრანი), მატა, აზარი (79. ლემპარდი) - ტორესი
გაფრთხილება: გარდნერი - ივანოვიჩი, რამირესი, მატა
კარში დარტყმა: 8-10 (5-5) კუთხური: 11-1 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 9-16 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 39 273
სუონსი-ნორვიჩი 3:4
გოლები: 0:1 უიტეკერი (16), 0:2 ბასონგი (40), 0:3 ჰოლტი (44), 1:3 მიჩუ (51), 2:3 დე გუზმანი (59), 2:4 სნოდგრასი (77), 3:4 მიჩუ (90)
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - დევისი, უილიამსი, ჩიკო, რანხელი - კი, დე გუზმანი - რუტლეჯი, მიჩუ, დაიერი - გრემი (68. შეხტერი)
ნორვიჩი (4-4-1-1): ბენი - უიტეკერი (90+1. ბარნეტი), მარტინი, ბასონგი, გარიდო - სნოდგრასი, ჰოუსონი, ჯონსონი, პიკლინგტონი - ჰულაჰანი - ჰოლტი (83. მორისონი)
გაფრთხილება: უილიამსი, რანხელი - მარტინი
კარში დარტყმა: 15-12 (7-12) კუთხური: 6-2 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 12-9 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 20 294
უიგანი-ქუინზ პარკი 2:2
გოლები: 1:0 მაკარტი (18), 1:1 ნელსენი (25), 1:2 სისე (71), 2:2 მაკარტი (74)
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - ჯონსი (77. მელონი), პისკუ, ბოისი - ბოსეჟური, მაკარტური, მაკარტი, სტამი - კონე, დი სანტო (85. ბოსელი), გომესი
ქუინზ პარკი (4-4-2): გრინი - ბოსინგვა (85. ფაბიო), ნელსენი, ჰილი, ტრაორე - დიაკიტე (77. გრანერო), დერი, მბია, რაიტ-ფილიპსი - მაკი, ტაარაბტი (58. ჯ. სისე)
გაფრთხილება: - ტაარაბტი
კარში დარტყმა: 13-9 (9-5) კუთხური: 11-4 თამაშგარე: 5-2 ჯარიმა: 9-12 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 17 163
სიტი-იუნაიტედი 2:3
გოლები: 0:1 რუნი (16), 0:2 რუნი (29), 1:2 ი. ტურე (60), 2:2 საბალეტა (86), 2:3 ვან პერსი (90)
სიტი (4-4-1-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი (21. კ. ტურე), ნასტასიჩი, კლიში - ნასრი, ი. ტურე (84. ჯეკო), დ. სილვა, ბერი - აგუერო - ბალოტელი (52. ტევესი)
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი, ფერდინანდი, ევანსი (49. სმოლინგი), ევრა - კერიკი, კლევერლი (88. უელბეკი) - ვალენსია (85. ფ. ჯონსი), იანგი, რუნი - ვან პერსი
გაფრთხილება: ნასრი, ი. ტურე, ტევესი, ბერი - ფერდინანდი, რუნი
კარში დარტყმა: 14-7 (9-3) კუთხური: 8-2 თამაშგარე: 4-4 ჯარიმა: 12-9 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 47 000
Video
სიტი - იუნაიტედი 2:3
სიტი - იუნაიტედი 2:3
ევერტონი-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 0:1 დემპსი (76), 1:1 პიენაარი (90+1), 2:1 იელავიჩი (90+2)
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ბეინსი, დისტენი, იაგიელკა, კოულმენი - პენაარი, გიბსონი, ოსმანი (81. ველიოსი), მირალიაში (46. ნეისმიტი) - იალევიჩი (90+3. ჰეიტინგა), ფელაინი
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - უოლკერი, კოლკერი, გალასი, ვერტონგენი - სანდრო, დემბელე (77. სიგურდსონი), დემპსი, ლენონი (72. ჰადლსტოუნი) - ადებაიორი, დეფო (85. ფ. სილვა)
გაფრთხილება: ბეინსი, ოსმანი, იელავიჩი - დეფო, ვერტონგენი
კარში დარტყმა: 10-6 (5-6) კუთხური: 4-5 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 11-11 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 36 494
ვესტ ჰემი-ლივერპული 2:3
გოლები: 0:1 გ. ჯონსონი (11), 1:1 ნოუბლი (36-პენ), 2:1 ჯერარდი (43-ს.კ-ში), 2:2 ჯ. კოული (76), 2:3 კოლინსი (79-ს.კ-ში)
ვესტ ჰემი (4-4-1-1): იასკელაინენი - ობრაიენი, რიდი, კოლინსი, დემელი (46. მაკარტნი) - ჯარვისი, დიამე (73. ტომკინსი), ნოუბლი, მ. ტეილორი (86. მაიგა) - ნოლანი - კ. კოული
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - გ. ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ხ. ენრიკე (27. ჯ. კოული) - ალენი (86. კოატესი), ლუკასი (71. ჰენდერსონი) - დაუნინგი, ჯერარდი, სტერლინგი - შელვი
გაფრთხილება: მ. ტეილორი - შელვი, ჯერარდი
კარში დარტყმა: 7-13 (4-4) კუთხური: 2-5 თამაშგარე: 5-0 ჯარიმა: 12-11 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 35 005
10 დეკემბერი
ფულჰემი-ნიუკასლი 00:00 სთ
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | იუნაიტედი | 16 | 13 | 0 | 3 | 40-23 | 39 |
2 | სიტი | 16 | 9 | 6 | 1 | 30-14 | 33 |
3 | ჩელსი | 16 | 8 | 5 | 3 | 28-17 | 29 |
4 | ევერტონი | 16 | 6 | 8 | 2 | 27-20 | 26 |
5 | ტოტენჰემი | 16 | 8 | 2 | 6 | 29-25 | 26 |
6 | ვესტ ბრომვიჩი | 16 | 8 | 2 | 6 | 24-21 | 26 |
7 | არსენალი | 16 | 6 | 6 | 4 | 26-16 | 24 |
8 | სუონსი | 16 | 6 | 5 | 5 | 26-21 | 23 |
9 | სტოკ სიტი | 16 | 5 | 8 | 3 | 14-12 | 23 |
10 | ლივერპული | 16 | 5 | 7 | 4 | 22-20 | 22 |
11 | ვესტ ჰემი | 16 | 6 | 4 | 6 | 21-20 | 22 |
12 | ნორვიჩი | 16 | 5 | 7 | 4 | 17-24 | 22 |
13 | ფულჰემი | 15 | 4 | 5 | 6 | 25-26 | 17 |
14 | ნიუკასლი | 15 | 4 | 5 | 6 | 17-21 | 17 |
15 | საუთჰემპტონი | 16 | 4 | 3 | 9 | 22-32 | 15 |
16 | ასტონ ვილა | 16 | 3 | 6 | 7 | 12-23 | 15 |
17 | უიგანი | 16 | 4 | 3 | 9 | 17-30 | 15 |
18 | სანდერლენდი | 15 | 2 | 7 | 6 | 14-21 | 13 |
19 | რედინგი | 15 | 1 | 6 | 8 | 19-28 | 9 |
20 | ქუინზ პარკი | 16 | 0 | 7 | 9 | 13-29 | 7 |
ბომბარდირები:
12 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 11 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 10 - ლუის სუარესი (ლივერპული), დემბა ბა (ნიუკასლი), 9 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი)
მომდევნო ტური
15 დეკემბერი
ჩელსი-საუთჰემპტონი გადადებულია, ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი, ლივერპული-ასტონ ვილა, მანჩესტერ იუნაიტედი-სანდერლენდი, ნორვიჩი-უიგანი, ქუინზ პარკი-ფულჰემი, სტოკ სიტი-ევერტონი
16 დეკემბერი
ტოტენჰემი-სუონსი, ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი
17 დეკემბერი
რედინგი-არსენალი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"