რით ხვდება "ლივერპული" ამ დღეს? სრული არეულობით. დირექტორატმა გადაწყვიტა კლუბი მეპატრონეებისთვის ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტისთვის წაერთმია და სხვა ამერიკელი ბიზნესმენისთვის, ჯონ დაბლიუ ჰენრისთვის მიეყიდა, რაც კაცმა რომ თქვას მოახერხა კიდეც. ამისათვის დიდი სასამართლოები
გარდა ამისა, "ლივერპულის" ლიდერი სტივენ ჯერარდი ინგლისის ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ კაპიტნობიდან გაანთავისუფლა, რამაც, როგორც ამბობენ, ფეხბურთელის გუნებ-განწყობაზე ძალიან იმოქმედა. "ლივერპულის" მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ამაზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება:
"მე ძალიან მეწყინა, როდესაც ვნახე, რომ სტივენს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს. მეტიც, ვერ მივხვდი რამ უბიძგა კაპელოს ასეთი გაუგებარი ნაბიჯი გადაედგა. ახლა, ერთადერთი იმას ვოცნებობ, ჯერარდი მეტისმეტად იმედგაცრუებული არ იყოს და კაპიტნობის დაკარგვამ მის "ევერტონთან" თამაშზე არ იმოქმედოს".
კიდევ, "წითლების" ფეხბურთელთაგან დაშავდნენ დანიელ აგერი და დირკ კუიტი, რომელიც ახალ წლამდე ვერ ითამაშებს.
თუმცა, ტრავმებმა "ევერტონიც" შეაწუხა: ნიჭიერი ახალგაზრდა (თუმცა, რაღა ახალგაზრდა, 16 წლის) ნახევარმცველი როს ბერკლი, როგორც ჩანს კარგა ხანს ვეღარ გავა მოედანზე. ყვაწვილს 19 წლამდელთა ნაკრებში, ბელგიასთან შეხვედრაში, ორ ადგილას მოუტეხავს ფეხი.
კვირასვე თამაშობენ "ბლექპული" და "მანჩესტერ სიტი". ისტლენდელებისთვის ეს მატჩი იმით იქნება აღსანიშნავი, რომ გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს ჯერომ ბოატენგი. ბოატენგმა გრიპის გამო გერმანიის ნაკრებისა და ყაზახეთის შეხვედრაში ვერ ითამაშა, თუმცა, ახლა ჯანმრთელად არის და "ბლუმფილდ როუდზე" ვიხილავთ.
ორთავა კუნთის ტკივილმა გაუარათ მიკა რიჩარდსს და პაბლო საბალეტას. ალექსანდრ კოლაროვი და მარიო ბალოტელი კი კიდევ ათ დღეს იუქმებენ.
რაკიღა მე-8 ტურის ბოლო მატჩებით დავიწყეთ, ისიც ვთქვათ, რომ ორშაბათს ერთი თამაშია: "ბლექბერნი" "სანდერლენდს" მასპინძლობს. ამ შეხვედრის წინ ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სანდერლენდელი დარენ ბენტის გვარის გასწვრივ წერია. ბენტი სა