ჩავი: პოლ სქოულზი მსოფლიოს ბოლო დროის საუკეთესო ნახევარმცველია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფეხბურთელმა ჩავიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ სქოულზი შეაქო და ასევე, ინგლისურსა და ესპანურ ფეხბურთს შორის განსხვავებაზე ისაუბრა.

"სქოულზი მსოფლიოს ფეხბურთის ბოლო 15-20 წლის საუკეთესო ნახევარმცველია. ამ საკითხთან დაკავშირებით ხაბი ალონსოსთან დიდი ხანი ვლაპარაკობდი და ისიც საუკეთესოდ თვლის სქოულზს. მას შეუძლია საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშოს და ასევე, შეტევებში ჩაერთოს და გოლი გაიტანოს.

ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. სქოულზი ბურთს ისე არასდროს იგერიებს, არამედ ყოველთვის პარტნიორს ეძებს. მას ესპანურ ჩემპიონატში რომ ეთამაშა, უფრო
დააფასებდნენ.

ინგლისი - მებრძოლთა ერია. "ლივერპულის" წინააღმდეგ რომ ვითამაშო და კარაგერმა ბურთი წამართვას და მოიგერიოს, ინგლისელი ქომაგები მას აპლოდისმენტებით დააჯილდოებენ.

მაგრამ "კამპ ნოუზე" გულშემატკივრები ამის გამო არასდროს შეგაქებენ. იქ სხვა კულტურაა, სადაც სხვა რამეს აფასებენ.

თუ ადამიანები დაინახავენ, რომ არ იცი, ბურთს როგორ მოეპყრა და უბრალოდ, მოიგერიებ, ამის გამო ხალხი დაგისტვენს.

ესპანური ფეხბურთი ინგლისურის საპირისპიროა",
- თქვა ჩავიმ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული