გადამწყვეტ მომენტში მასპინძლებმა მათზე ბევრად უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე უკეთ ურტყეს. არსენ ვენგერმა მატჩის შემდგომ კომენტარი "მეთოფეთა" ოფიციალურ ვებგვერდს მისცა.
აი, რას ამბობს ის: "შედეგით იმედგაცრუებული ვარ, თუმცა "ბრედფორდს" მაინც ვულოცავ წარმატებას. მათ შეხვედრა ჩვენზე ბევრად უკეთ დაიწყეს, გაგვიტანეს და დაცვაში ჩადგნენ. მეტოქემ ამ მხრივაც გამოიჩინა თავი, რადგან თავს ორგანიზებულად იცავდა.
ჩვენ მათი ეშელონირებული უკანა ხაზის გატეხვა მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ. ხელს გვიშლიდა ის,
ეს იყო კლასიკური ინგლისური სათასო შეხვედრა, სადაც მომენტებს ჩვენ ვქმნიდით, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით.
როცა საქმე პენალტების სერიამდე მიდის, უნდა იცოდე, რომ შენი და მეტოქის შანსები წარმატებაზე უკვე თანაბრდება. მაშინ, როცა შენი პირველივე ფეხბურთელი აფუჭებს თავის შანსს, მოგება კიდევ უფრო რთული ხდება.
რაც უნდა სამწუხარო იყოს, ისღა დაგვრჩენია, კონცენტრაცია მომდევნო მატჩებზე მივმართოთ, რადგან ფინალური სასტვენის შემდეგ ყოველთვის სხვა მისიის ჯერი დგება ხოლმე".
BBC-ის ჟურნალისტთან კომენტარი გააკეთა "ბრედფორდის" თავკაცმა ფილ პარკინსონმაც: "ჩემი ფეხბურთელები დღეს ბრწყინვალედ თამაშობდნენ. სათამაშო გეგმისთვის 120 წუთის განმავლობაში ერთხელაც არ გადაუხვევიათ.
ისეთ ტექნიკურ და სწრაფ მეტოქესთან, როგორიც "არსენალია", სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ პენალტების სერია ლატარიაა და ჩვენ გაგვიმართლა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ზოგი იმასაც გაითვალისწინებს, თუ რამდენად კარგები ვიყავით".
ბრედფორდი-არსენალი 1:1 პენ: 3:2
გოლები: 1:0 ტომპსონი (16), 1:1 ვერმალენი (88)
პენ: 1:0 დოილი, 1:0 კასორლა (მეკარე), 2:0 გ. ჯონსი, 2:0 შამახი (ძელი), 2:0 დარბი (მეკარე), 2:1 უილშირი, 3:1 კონელი, 3:2 ოქსლეიდ-ჩემბერლენი, 3:2 რ. ჯონსი (მეკარე), 3:2 ვერმალენი (ძელი)
ბრედფორდი: დიუკი, მერედიტი, მაკარდი, მაკჰიუ, დარბი, ატკინსონი (92. ტარგოტი), გ. ჯონსი, დოილი, ტომპსონი (72. რ. ჯონსი), ველსი (74. კონელი), ჰანსონი
არსენალი: შჩესნი, სანია, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი, რემსი (69. როსიცკი), უილშირი, კასორლა, კოკლენი (60. შამახი), პოდოლსკი (70. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ჟერვინიო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"