ფრენკ ლემპარდი: "ჩელსი" ჩემთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ვეტერანმა ფრენკ ლემპარდმა განაცხადა, რომ მას და კლუბს შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ყოფილა და არც მომავალში იგეგმება.

34 წლის ნახევარმცველს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება.

"არავითარი მოლაპარაკება კონტრაქტის ერთი ან ორი წლით გახანგრძლივებაზე ჩემსა და კლუბს შორის არ ყოფილა. რამდენადაც ვიცი, მსგავსი რამ არც მომავალში იგეგმება.

მე "ჩელსის" ფეხბურთელი ვარ და აქ გატარებული დრო კარგად მახსენდება. მინდა, რომ ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს, მაგრამ ყველაფერს რეალურად უნდა შევხედოთ - სამუდამო არაფერია.

ვფიქრობ, კარგი წელიწადი მქონდა და კლუბის
ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი როლი ვითამაშე. თუმცა, მე იმ ფეხბურთელების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც მზად არიან, კარიერის დარჩენილი დრო სათადარიგოთა სკამზე გაატარონ.

მე თამაში მსურს. რა ვქნა, ასეთი ხასიათი მაქვს.

ვგრძნობ, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ ორი-სამი წლის განმავლობაში შევძლებ, მაგრამ ყველაფერი არა ჩემზე, არამედ კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.

ყველა შემთხვევაში, "ჩელსისთან" ბრწყინვალე პერიოდი მაკავშირებს",
- აქვეყნებს ლემპარდის სიტყვებს "მირორი".

ფრენკ ლემპარდი "ჩელსიში" "ვესტ ჰემიდან" 2001 წელს გადავიდა. მის ანგარიშზე "ლურჯების" შემადგენლობაში ჩატარებული 574 ოფიციალური მატჩია. 2005, 2006 და 2010 წლებში ლემპარდი "ჩელსისთან" ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა, 2012 წლის გაზაფხულზე კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული