რაფაელ ბენიტესი: არ მგონია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში დავრჩე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა აღნიშნა, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუ "არისტოკრატების" თავკაცად ხოსეპ გვარდიოლა დაინიშნება.

მისი თქმით, პეპთან ერთად კლუბი ბევრი ტიტულის მოგებას შეძლებს.

"გვარდიოლა ფანტასტიკური მწვრთნელია. გამიხარდება, თუ ის "ჩელსის" უხელმძღვანელებს.

დარწმუნებული ვარ, გუნდთან ერთა
დ ის უამრავ ტიტულს მოიგებს.

როცა ლონდონში მოვდიოდი, ვიცოდი, რომ დროებითი ხელმძღვანელის როლი მექნებოდა. არ მგონია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში დავრჩე.

გარდა ა
მისა, იმედია, შედეგების გაუმჯობესების შემდეგ გულშემატკივრები ჩემს მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლიან", - თქვა ბენიტესმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული