ყველაზე დიდ ინტერესს "სენტ ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩი იპყრობს. მარტო იმიტომ კი არა, რომ მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ხელმოცარულ ამბიციურ გუნდს სტუმრობს, არამედ იმადაც, რომ "ქალაქელების" მიერ ქულის დაკარგვის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ რობერტო მანჩინიმ თანამდებობა დაკარგოს.
ნამდვილად ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, თუ როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან იტალიელის შეგირდები, თუმცა არ არის გამორიცხული,
ფავორიტი სწორედ სტუმარია. ისე არც ალან პარდიუს გუნდის ერთი ხელის მოსმით ჩამოწერა შეიძლება, რადგან "კაჭკაჭების" ამჟამინდელი მდგომარეობა მათ რეალურ პოტენციალს არ შეესაბამება. ჩვენი პროგნოზი ასეთია: შეხვედრა ფრედ დასრულდება, მაგრამ მანჩინის ჯერ არ მოხსნიან.
"ლივერპულმა" ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და ფანები უკვე ალაპარაკდნენ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნების პერსპექტივაზე.
ჩვენი აზრით, ბრენდან როჯერსის გუნდს ამის შანსი ნამდვილად აქვს, რადგან უახლოესი ტურების განმავლობაში მას ცხრილის ლიდერებთან შეხვედრები აღარ უწევს. შესაბამისად, ლიდერებთან მაქსიმალურად მიახლოება შეუძლია.
გუნდს უკვე დაუბრუნდა ლუის სუარესი, ვინც "ვესტ ჰემთან" შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. "ვილას" თამაშზე ძნელია წინასწარ რაიმეს თქმა.
პოლ ლამბერტის გუნდი ხან მწვერვალზე ახერხებს ასვლას, ხანაც ჭაობში ეფლობა. ბირმინგემელებმა სამშაბათს ლიგის თასზე ერთი შეხედვით კარგ ფორმაში მყოფი "ნორვიჩი" გასვლაზე ჯვარს აცვეს (4:1).
როგორ ხასიიათზე გამოვლენ "ენფილდზე" ამას დღეს ვნახავთ. ჩვენი პროგნოზი: "ლივერპულმა" მინიმალური სხვაობით მაინც უნდა იმარჯვოს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "სანდერლენდს" მასპინძლობს. "ეშმაკები" ისედაც ფავორიტები იქნებოდნენ და ამას ისიც ემატება, რომ სამშაბათს "კატებმა" "რედინგთან" გადადებულ მატჩში იმარჯვეს, რასაც დიდი ძალები შეალიეს.
მარტინ ონილის გუნდში ერთი კარგი ამბავია: ხანგრძლივი მშრალი სერიის შემდეგ ისევ გაიტანა გუნდის ახალწვეულმა სტივენ ფლეტჩერმა. ხოლო როცა შოტლანდიელი ფორმაშია, მას ნებისმიერი დაცვა უნდა უფრთხოდეს. მით უფრო "იუნაიტედის", რომელიც ნამდვილად არ გამოირჩევა საიმედოობით.
კრის ჰიუტონის "ნორვიჩის" 10-მატჩიან წაუგებელ სერიას წერტილი ლიგის თასზე "ასტონ ვილასთან" დაპირისპირებაში დაესვა. ეს შეხვედრა ზემოთ უკვე ვახსენეთ. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდებიან "იადონები" ფსიქოლოგიურ შოკს.
მათ ნამდვილად აქვთ შანსი, ზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩში მოიპოვონ 3 ქულა და სახიფათო ზონას კიდევ უფრო დაშორდნენ.
"ქუინზ პარკის" პირველ სავარაუდო მოგებაზე ექსპერტები უკვე რამდენიმე ტურია ჩამოდიან ფსონს, მაგრამ "რეინჯერებს" საშველი არა და არ დაადგათ.
მათ პრემიერლიგის ანტირეკორდი ჩემპიონატის სტარტზე მოუგებელი სერიისა უკვე დაამყარეს და აწი მას თავადე თუ გააუმჯობესებენ. სხვა ასეთი ბედოვლათი ამ ეტაპზე არც არავინ გვეგულება. ჰარი რედნაპს წინა ტურების მსგავსად, როცა უშუალო კონკურენტებთან უწევდა ჭიდილი, ამჯერადაც უკომპრომისო მეტოქე ეყოლება.
მარტინ იოლის "ფულჰემი" დედაქალაქურ დერბიში არაფრის დამთმობი რომ არ არის, ალბათ ყველასთვის ცხადია, მით უფრო, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ორშაბათს "ნიუკასლს" მოუგო. ჩვენი პროგნოზი: შედეგიანი ფრე.
"სტოკ სიტი" ძალიან კარგ ფორმაშია. ანალოგიური კომპლიმენტი გვემეტება "ევერტონისთვისაც". ასე რომ, "ბრიტანია სტედიუმზე" უკომპრომისო ბრძოლას ველით.
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ტონი პულისის გუნდმა მერსისაიდელებს გადაასწროს. ძნელად წარმოგვიდგენია "მეთიხეების" მარცხი, თუნდაც იმიტომ, რომ შინ ისინი ჯერ კიდევ არ დამარცხებულან. შინაურ კედლებში უძლეველი პრემიერლიგას ორადორი გუნდი შემორჩა. "სტოკის" გარდა ასეთი მხოლოდ... "ევერტონია". ჩვენი პროგნოზი: მასპინძელთა მოგება ან ფრე.
"ტოტენჰემსა" და "სუონსის" ურთიერთშეხვედრათა მდიდარი ისტორია აქვთ, მაგრამ აქ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი: უმრავლესობა აქედან ქვედა დივიზიონების დონეზეა და ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდით თარიღდება.
სტატისტიკაში კი მხოლოდ პროფესიულის სტატუსის მქონე გუნდების დაპირისპირებებია გათვალისწინებული. "დეზებს" ორი ლიდერი უბრუნდება - ბენუა ასუ-ეკოტო და სკოტ პარკერი. პირველი სულაც ძირითადში მოიაზრება. ჩვენი პროგნოზი: "ტოტენჰემის" გამარჯვება თუნდაც მინიმალური ანგარიშით.
"ვესტ ბრომვიჩი"-"ვესტ ჰემის" შეხვედრაში ერთმანეთზე უარეს ფორმაში მყოფი გუნდები შეეჭიდებიან. ვფიქრობთ, ზედიზედ სამი წაგების შემდეგ სტივ კლარკის შეგირდებმა ძალები უნდა მოიკრიბონ და "ჩაქუჩებთან" 3 ქულა აიღონ.
XVII ტურს ორშაბათს "რედინგი"-"არსენალის" მატჩი დაასრულებს. ინგლისურ პრესას თუ დავუჯერებთ, "მეთოფეთა" ბანაკში შიდა დაპირისპირებების გამო სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. რამდენად აისახება ეს ყველაფერი ჩრდილოლონდონელთა თამაშის ხარისხზე, ამის პროგნოზი გვიჭირს.
ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური
15 დეკემბერი
ჩელსი-საუთჰემპტონი გადაიდო
ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი 16:45
ტრავმა: ს. ტეილორი, რ. ტეილორი, ბენ არფა, ვუკჩიჩი, კაბაი, ობერტანი, გოსლინგი - როდუელი, რიჩარდსი, კოლაროვი, კომპანი
დისკვალიფიკაცია: ბერი (სიტ)
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 128 თამაში: +51=32-45 (183-173)
ლივერპული-ასტონ ვილა 19:00
ტრავმა: ბორინი, კელი - სტივენსი, დანი, გარდნერი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 160 თამაში: +78=35-47 (281-218)
მანჩესტერ იუნ-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: ანდერსონი, ნანი - კატერმოული, ბრაუნი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 112 თამაში: +52=27-33 (195-155)
ნორვიჩი-უიგანი 19:00
ტრავმა: კეინი, რადი - რამისი, უოტსონი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=3-0 (5-3)
ქუინზ პარკი-ფულჰემი 19:00
ტრავმა: სეზარი, ჯონსონი, ზამორა - ს. დევისი, რუისი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +0=1-5 (0-12)
სტოკ სიტი-ევერტონი 19:00
ტრავმა: უილსონი - ნევილი, ანიჩებე
დისკვალიფიკაცია: შოტონი (სტოკი)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 თამაში: +25=25-34 (92-124)
16 დეკემბერი
ტოტენჰემი-სუონსი 17:30
ტრავმა: დოუსონი, ბეილი, კაბული - ნ. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +3=1-2 (8-7)
ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 20:00
ტრავმა: ფოსტერი - დიარა, კოლისონი, ვას ტე, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 64 თამაში: +29=12-23 (107-99)
17 დეკემბერი
რედინგი-არსენალი 00:00
ტრავმა: განტერი, კებე, მაკარტი - კოშელნი, დიაბი, ფაბიანსკი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +0=0-6 (7-21)
შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 16 13 0 3 40-23 39
2. სიტი 16 9 6 1 30-14 33
3. ჩელსი 16 8 5 3 28-17 29
4. ევერტონი 16 6 8 2 27-20 26
5. ტოტენჰემი 16 8 2 6 29-25 26
6. ვესტ ბრომვიჩი 16 8 2 6 24-21 26
7. არსენალი 16 6 6 4 26-16 24
8. სუონსი 16 6 5 5 26-21 23
9. სტოკ სიტი 16 5 8 3 14-12 23
10. ლივერპული 16 5 7 4 22-20 22
11. ვესტ ჰემი 16 6 4 6 21-20 22
12. ნორვიჩი 16 5 7 4 17-24 22
13. ფულჰემი 16 5 5 6 27-27 20
14. ნიუკასლი 16 4 5 7 18-23 17
15. სანდერლენდი 16 3 7 6 17-21 16
16. საუთჰემპტონი 16 4 3 9 22-32 15
17. ასტონ ვილა 16 3 6 7 12-23 15
18. უიგანი 16 4 3 9 17-30 15
19. რედინგი 16 1 6 9 19-31 9
20. ქუინზ პარკი 16 0 7 9 13-29 7
ბომბარდირები
12 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 11 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 10 - ლუის სუარესი (ლივერპული), დემბა ბა (ნიუკასლი), 9 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"