ალექს ფერგიუსონი: "სანდერლენდთან" უფრო მეტი უნდა გაგვეტანა [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა საკუთარი გუნდის ნახევარმცველ ტომ კლევერლის მოუწოდა უფრო მეტი გოლი გაიტანოს.

"სანდერლენდთან" (3:1) შეხვედრაში კლევერლიმ ლამაზი გოლი გაიტანა, ხოლო ახლა ფერგიუსონი ნახევარმცველს უფრო მეტ შედეგიანობას სთხოვს.

"ამ სეზონში კლევერლიმ ორჯერ გაიტანა, მე უფრო მეტს ველოდი. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უფრო მეტი გოლი გაიტანოს. ტომი შეტევების კარგი დამაგვირგვინებელია.

გასულ კვირას ქერიკი-კლევერლის წყვილმა "სიტის" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა. ხალხი სულ ამბობს, რომ მოედნის ცენტრში ცოტა ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მე ას ეარ ვიტყოდი. ცენტრში თამაში სქოულზს, გიგზს,
ფლეტჩერს, ქერიკს, კლევერლისა და ანდერსონს შეუძლია.

მიხარია, რომ "სანდერლენდს" მოვუგეთ, მაგრამ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა",
- თქვა ფერგიუსონმა.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - სანდერლენდი 3:1


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული