რობერტო მანჩინი: "ნიუკასლთან" შვიდი გოლის გატანა შეგვეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი "ნიუკასლთან" (3:1) პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდით კმაყოფილი დარჩა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, ანგარიში შეიძლებოდა უფრო დიდიც ყოფილიყო.

"ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. შეგვეძლო ხუთი, ექვსი და შვიდი გოლიც გაგვეტანა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

როცა ამდენ მომენტს უშვებ ხელიდან პირველ ტაიმში, მეორე ნახევარში ისჯები, მაგრამ ჩვენ შეტევა გავაგრძელეთ.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ რეაბილატაცია აუცილებლად გვჭირდებოდა",
- თქვა მანჩინიმ.

VideoSportall.Ge
ნიუკასლი - სიტი 1:3
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული