რაჰიმ სტერლინგი "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი კლუბთან ახლო მომავალში გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.

სავარაუდოდ, 18 წლის ფეხბურთელი "ლივერპულთან" 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და კვირაში 30 ათას ფუნტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგის მიმდინარე ხელშეკრულების ვადა კლუბთან 2014 წლის ზაფხულამდე გრძელდება.

ამ სეზონში სტერლინგმა 20 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული