"ლივერპულის" 19 წლის ნახევარმცველს 10 ათასი ფუნტის ჯარიმის გადახდა დააკისრეს

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლოს "ლივერპულის" 19 წლის მარჯვენა შემტევმა ნახევარმცველმა სუსომ (ხესუს ფერნანდეს საესი) "ტვიტერში" თანაგუნდელი ხოსე ენრიკეს ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი კომენტარი მიაწერა:

"რა ჩემს ... აკეთებს? ეს ბიჭი, უბრალოდ, გეია. მას რაღაც მენტალური პრობლემები აქვს. ფეხბურთის თამაშის გარდა, ყველაფრით არის დაკავებული".

ცხადია, როცა მეგობრები ერთმანეთს ეხუმრებიან, უხამსობის ზღვარს სად გაავლებენ, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია.

საფეხბურთო ასოციაციაში გადაწყვიტეს, რომ სიტყვა "გეის" დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიება ჰომოფობია იყო და სუსოს 10 ათასი ფუნტის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. აი, რა წერია განმარტებით ბარათში:

"ფეხბურთელმა დაარღვია
ქცევის წესი, რამაც ფეხბურთის რეპუტაციას მიაყენა ზიანი. მისი კომენტარი შეიცავდა სხვისი სექსუალური ორიენტაციის ან ფიზიკური ნაკლის არასათანადოდ მოხსენიებას".

ცხადია, ხოსე ენრიკეს განმარტებას, რომ ის გეი არ არის და მეგობარი მას ასე ეხუმრა, ყური არავინ ათხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული