ქველმოქმედი "მანჩესტერ იუნაიტედი"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრეფორდის" საბანკეტო დარბაზში ტრადიციული წინასაშობაო-საქველმოქმედო აქცია გამართა.

ღონისძიებას კლუბის ლამის მთელი პერსონალი დაესწრო. წინასწარ მკაცრად იყო განსაზღვრული ჩაცმის სტილი.

ქალბატონები საღამოს კაბებში უნდა ყოფილიყვნენ, მამაკაცები - შავ კოსტიუმებსა და ჰალსტუხებში. არ მოსულა მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონი.

შოტლანდიელის თქმით, ახლა მას "სუონსისთან" გასვლითი შეხვედრის გარდა, არაფერი ანაღვლებს. ბანკეტზე დასწრება ფასიანი იყო და ამგვარად 130 ათასი ფუნტი შეგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული