"ევერტონის" აკადემიის მწვრთნელს ქალთა გუნდის მეკარე შემოელახა?

AutoSharing Option
"ევერტონის" აკადემიის მწვრთნელ მიკ ობრაიენს ქალთა გუნდის მეკარე დანიელ ჰილის ცემა ბრალდება.

დაზარალებული 24 წლის გოგონას თქმით, რომელმაც მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ უმალ პოლიციეს აცნობა, ინციდენტი საშობაო საღამოზე მოხდა.

მეკარე პოლიციაში მისვლის შემდეგ საავადმყოფოში გამოკვლევაზე წასულა, სადაც მას სახის უმნიშვნელო ტრავმები დაუდგინდა.

ამ დროისთვის პოლიცია გამოძიებას "ევერტონის" ხელმძღვანელობასთან ერთად ატარებს. რაც შეეხება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, მწვრთნელიცა და მეკარეც სამსახურიდან გათავისუფლებულები მანამ არიან, სანამ მომხდარის შესახებ ყველაფერი არ გაირკვევა.

ფაქტთან დაკავშირებით ინგლისის პრემიერლიგის კლუბს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული