დაზარალებული 24 წლის გოგონას თქმით, რომელმაც მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ უმალ პოლიციეს აცნობა, ინციდენტი საშობაო საღამოზე მოხდა.
მეკარე პოლიციაში მისვლის შემდეგ საავადმყოფოში გამოკვლევაზე წასულა, სადაც მას სახის უმნიშვნელო ტრავმები დაუდგინდა.
ამ დროისთვის პოლიცია გამოძიებას "ევერტონის" ხელმძღვანელობასთან ერთად ატარებს. რაც შეეხება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, მწვრთნელიცა და მეკარეც სამსახურიდან გათავისუფლებულები მანამ არიან, სანამ მომხდარის შესახებ ყველაფერი არ გაირკვევა.
ფაქტთან დაკავშირებით ინგლისის პრემიერლიგის კლუბს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.